Քաղաքականություն

Politicano-ს ფოტომანიპულაცია რონალდ რეიგანის შესახებ

26 Հունիս, 2017

2017 წლის 22 ივნისს ფეისბუკ გვერდმა Politicano გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც რედაქციის მტკიცებით, აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანისა და ტალიბანის წევრების თეთრ სახლში შეხვედრაა გამოსახული.

აღნიშნული პოსტი მანიპულაცია, რადგან ფოტო 1983 წელს არის გადაღებული და მასზე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მებრძოლი ავღანელი მუჯაჰიდები არიან გამოსახულები. ტალიბანი ამ დროს საერთოდ არ არსებობდა, ის 1994 წელს ჩამოყალიბდა.

ფაქტი N1. ტალიბანი 1994 წელს ჩამოყალიბდა, რეიგანი კი აშშ-ს 1989 წლამდე მართავდა

რონალდ რეიგანი ამერიკის შეერთებული შტატბის პრეზიდენტი 1981-1989 წლებში იყო. ტალიბანი კი ავღანეთში, 1994 წლის ოქტომბერში ჩამოყალიბდა. შესაბამისად, 1983 წელს რონალდ რეიგანი თეთრ სახლში ტალიბანის წევრებს ვერ შეხვდებოდა.

ფაქტი N2. რეიგანი თეთრ სახლში არა ტალიბანის წევრებს, არამედ ავღანელ მოჯაჰიდებს შეხვდა

რონალდ რეიგანის ბიბლიოთეკის თანახმად, ფოტო 1983 წელს არის გადაღებული და ის თეთრ სახლში რეიგანსა და ავღანელ მოჯაჰიდებთან შეხვედრას ასახავს, რომლის თემაც ავღანეთში საბჭოთა კავშირის ინტერვენცია იყო.

ავღანელ მუჯაჰიდებს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ 1979-1989 წლებში აფინანსებდა. ფინანსური და სამხედრო დახმარება ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გასვლის შემდეგ შეწყდა. ტალიბანი კი ავღანეთში 1994 წლის შემოდგომაზე ავღანეთში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს შეიქმნა. მათ პირველ გამოჩენასა და დაფინანსების წყაროს რელიგიურ კერებს უკავშირებენ. ტალიბანი ისლამისა და შარიათის მკაცრ ინტერპრეტირებას ახდენდა და ავღანეთის მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ქალების წინააღმდეგ ბრუტალურ პოლიტიკას ატარებდა. ავღანეთში ტალიბანის მმართველობის პერიოდში, ის ნაყოფიერი მიწების გადაწვის მეთოდს მიმართავდა. გაერო-ს მონაცემებით, 2010-2012 ავღანეთში სამოქალაქო მსხვერპლის 80 %-მდე პასუხისმგებელი ტალიბანი იყო.


მარიამ ფედროვი
მითების დეტექტორის ლაბორატორია