Այլք

ღმერთი კარანტინშია! - რა გზავნილით ვრცელდებოდა ვირუსულად ფოტო ინდოეთში?

9 Սեպտեմբեր, 2020

მასალა მომზადებულია ინდური გამოცემა Vishvas News-ის მიხედვით

ინდოეთში, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ფოტო წარწერით, რომ ღმერთი კორონავირუსის გამო კარანტინში იყო. ფოტოზე ასახულია გარკვეული სახის რელიგიური რიტუალი. 

როგორც Vishvas News-ის გუნდის გადამოწმებული მასალით დგინდება, აღნიშნული ფოტო კორონავირუსის პანდემიამდე 2019 წლის 26 ივნისს რუსეთშია გადაღებული და კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადიების მიერ ორგანიზებულ Panch Tattva Pran Pratishthan ღონისძიებას ასახავს. მას არანაირი კავშირი არ აქვს კორონავირუსის პანდემიასთან და კარანტინთან და შესაბამისად, ფოტო სოციალურ ქსელებში შეცდომაში შემყვანი აღწერით გავრცელდა.

"