Առողջապահություն/Կենսաանվտանգություն

არიან თუ არა ქართველი ექიმები სურათზე, რომელიც COVID-19-თან დაკავშირებით ვრცელდება?

6 Ապրիլ, 2020

2 აპრილს ე.წ. clickbait საიტის wnews.ge-ის ფეისბუქ გვერდმა,  რომელსაც 206 ათასზე მეტი მოწონება აქვს, გაავრცელა  ფოტოკოლაჟი, წარწერით: “ქართველი ექიმების ფოტო, რომელმაც მსოფლიო მოიარა”. სოციალურ ქსელში აღნიშნულ პოსტს ფეისბუქ მომხმარებლების მხრიდან აქტიური გამოხმაურება მოჰყვა: პოსტს ამჟამად 700-მდე მოწონება და 85 კომენტარი აქვს.

4 აპრილს ფოტო აგრეთვე გამოაქვეყნა ფეისბუქის გვერდმა “კარდჰუ” და ონლაინ საიტმა tvalsazrisi.ge . tvalsazrisi.ge  ინფორმაციის წყაროდ ინგუშეთის პრეზიდენტის (1993-2001 წლები) რუსლან აუშევის ფეისბუქ გვერდის პრიფილზე გამოქვეყნებულ ფოტოს იყენებს.  რუსლან აუშევის პოსტში საუბარია ქართველ ექიმებზე და მათ თავდადებაზე. ფეისბუქზე ამ პოსტს 6 ათასზე მეტი გაზიარება და 2 ათასზე მეტი კომენტარი აქვს.

""

"

რეალურად გავრცელებულ ფოტოკოლაჟიდან არც ერთი ფოტო არ ასახავს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ ვითარებას, ხოლო ზოგიერთი მათგანი არც კორნავირუსს უკავშირდება. კოლაჟი  შედგება 6 სხვადასხვა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ფოტოსგან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა დროსაა გადაღებული.

ფოტო #1 

"

პირველი ფოტო, რომელზეც საავადმყოფოს იატაკზე დაწოლილი ექიმებია გამოსახული, სხვადასხვა დროს განსხვავებული  წარწერითა და კონტექსტით არაერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა.

ფოტო #1  2018 წლის 17 დეკემბერს საიტზე supchina.com გამოქვეყნდა, წარწერით: “ჩინელი ექიმი გადამატებეული სამუშაო საათების გამო გარდაიცვალა” .  სტატიაში საუბარია 31 წლის ექიმზე, ანხოის პროვინციიდან, რომელიც 2016 წლის 17 დეკემბერს ზედმეტი საათების მუშაობის გამო გარდაიცვალა, თუმცა ფოტო, რომელიც სტატიას ახლავს თან, tineye- ის საძიებო სისტემაში 2014 წელსაც იძებნება. უცნობია ფოტოს პირველწყარო, თუმცა ის ძირითადად ჩინურ საიტებსა და სოციალურ ქსელებში გვხვდება და სავარაუდოდ ჩინეთშია გადაღებული. გამომდინარე იქიდან, რომ ფოტო 2014 წლიდან ვრცელდება, მას ახალ კორონავირუსთან არაფერი აკავშირებს.

'

ფოტო #4

supchina.com-ის სტატიაში ზემოაღნიშნულ ფოტოს გვერდით მეორე კადრსაც ვხვდებით, რომელიც ქართული ფეისბუქ გვერდების გავრცელებულ კოლაჟში ნომერი მე-4 ფოტოსურათია.

"

2014 წლის 24 ივნისის Globaltimes-ის სტატიის მიხედვით, ფოტო ფუძიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საავადმყოფოს ეკუთვნის.   სტატიაში აღნიშნულია, რომ ჩინელმა  ექიმებმა ჩაატარეს 32 საათიანი ოპერაცია, რომელშიც სამი ქირურგი, ექვსი ანესთეზიოლოგი და რვა ექთანი მონაწილეობდა. ისინი ერთად ცდილობდნენ სამი სხვადასხვა ოპერაციით პაციენტის ტვინიდან სიმსივნის ამოღებას.

'

ფოტოკოლაჟის N1 და N4 ფოტო ექიმების თავდადების საილუსტრაციოდ ერთობლივად ვრცელდება სხვა მედია საშუალებაშიც.

""

ფოტო #2

რიგით მეორე ფოტო, რომელიც ქართული ფეისბუქ გვერდის კოლაჟში იყო გამოყენებული, გადაღებულია უხანის პროვინციაში და არა საქართველოში.  ფოტოზე აღბეჭდილი არიან ექიმები, რომლებსაც კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში მძიმე სამუშაო დღე ჰქონდათ. აღნიშნული ფოტო ტვიტერზე გავრცელდა და 2020 წლის იანვარ-თებერვალში სხვადასხვა გამოცემებმა გამოაქვეყნეს.

""

ფოტო #3

'

ეს ფოტო 2017 წლით თარიღდება და ჩინეთის ანხოის პროვინციის ქალაქ ტინიუანის საავადმყოფოშია გადაღებული. ფოტო თავდაპირველად ჩინური სოციალური ქსელის  Weibo-ს საშუალებით გავრცელდა.  People's Daily Online -ის ინფორმაციით,  ფოტოზე გამოსახულია ჩინელი ექიმი ლუო ჰენგი, რომელმაც 28 საათი იმუშავა და 5 ოპერაცია ჩაატარა პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად, შემდეგ კი დასასვენებლად  უბრალოდ დერეფანში დაწოლა გადაწყვიტა. 

'

ფოტო #5

"

აღნიშნული ფოტოს პირველწყარო უცნობია, თუმცა ის ინტერნეტ სივრცეში საკმაოდ პოპულარულია და 2020 წლის იანვარ-თებერვალში იმ ფოტომასალების გვერდით ვრცელდება, რომლებიც ჩინეთში ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმების კადრებს ასახავს.    

"

ფოტო #6

"

აღნიშნული ფოტოსურათი, რომელზეც ფეისბუქ გვერდის თქმით ქართველი ექიმია აღბეჭდილი, სხვადასხვა დროს სხვადასხვა მასალაში განსხვავებული კონტექსტით არის გამოყენებული. Tineye-ის მონაცემებით  ეს ფოტო ყველაზე ადრე 2013 წლის 17 ივნისს არის მოდიფიცირებული. ამ ექიმის მონაწილეობით stock.adobe.com-ზე იძებნება სხვა ფოტოებიც. ფოტოსაცავ stock.adobe.com-ის ცნობით, ფოტო WavebreakmediaMicro- ის მიერ არის შექმნილი. 

'


წყარების შესახებ

wnews.ge  რომელმაც თავის ფეისბუქ გვერდზე ექიმების ფოტოები გაავრცელა, ქლიქბაიტ საიტს წარმოადგენს. wnews.ge-ის ფეისბუქის  გვერდი 2014 წლის ნოემბერშია  შექმნილი, თუმცა registrator.ge - ის მონაცემებით თავად  wnews.ge-ის  საიტი   2019 წლის 6 ივნისს არის რეგისტრირებული.  

"

მსგავსი ტიპის საიტები აქვეყნებენ საინფორმაციო სტატიებს და ჩეულებრივ მედია საშუალებებად პოზიციონირებენ, თუმცა ქლიქბაიტ საიტები არიან. მათ აქვთ მიმზიდველი, მყვირალა  სათაურები და ვიზუალური ეფექტები, რომლებითაც მკითხველის ყურადღებას იქცევენ, ქლიკების რაოდენობით კი თანხის გამომუშვებას ცდილობენ. ამ საიტებზე, გამოქვეყნებული ინფორმაციის გვერდით გვხვდება ყვითელი შინაარსის შემცველი მასალები, 18 + ტიპის რეკლამები, საეჭვო ხასიათის  განცხადებები.

ფეისბუქ გვერდი “კარდჰუ” ანტილიბერალური მასალების გავრცელებით გამოირჩევა,  ხოლო tvalsazrisi.ge-ის მხრიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის გადაუმოწმებელ ინფორმაციას ან ფოტო-ვიდეო მანიპულაციას აქვეყნებს. tvalsazrisi.ge-ს გავრცელებულ მანიპულაციებს და დეზინფორმაციას “მითების დეტექტორი” პერიოდულად ამოწმებს. იხილეთ მომზადებული მასალები ბმულზე.


მოამზადა თამარ ჩხიკვაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია