Այլք

მოსკოვში კორონავირუსს წირვა-ლოცვით ებრძვიან

28 Հունվար, 2020

28 იანვარს izvestia.ru იუწყება, რომ მოსკოვში, გოლუტვინის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიაში, სადაც ჩინეთის ავტონომიური მართლმადიდებლური ეკლესიის მეტოქიონიაა (წარმომადგენლობა) განთავსებული, კორონავირუსის ეპიდემიისგან გადასარჩენად ლოცვა აღავლინეს. 

წირვა-ლოცვის ჩატარების შესახებ 28 იანვარს მართლმადიდებელმა აქტივისტმა კირილ ფროლოვმა გამოაცხადა. ლოცვას 60-ზე მეტი მოსკოვში მცხოვრები მართლმადიდებლურად მონათლული ჩინელი ესწრებოდა, რომელთა შორისაც გამოცემის ცნობით, დიპლომატები, მეწარმეები და სტუდენტები იყვენენ.