Առողջապահություն/Կենսաանվտանգություն

მითი, თითქოს ლუგარის ლაბორატორია საქართველოს მოსახლეობაზე ბიოლოგიურ ცდებს ატარებს, საფუძველს მოკლებულია

11 Դեկտեմբեր, 2015

ბათუ ქუთელია

თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რის გარეშეც ვერც მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება და ვერც ეკონომიკური განვითარება მოხდება.

21 საუკუნის უსაფრთხოება აღარ შემოისაზღვრება ქვეყნის გეოგრაფიული და პოლიტიკური საზღვრებით - ის დიდწილად დამოკიდებულია საერთო საფრთხეების წინააღმდეგ ქვეყნებს შორის პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე. საფრთხეების პრევენცია ან მათზე სწრაფი რეაგირება და ზიანის მინიმიზაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სიტემის მთავარი ამოცანაა.

სახელმწიფო უსაფრთხოების მრავალი განზომილებიდან, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია მასობრივი განადგურების იარაღისაგან ან სხვა გამომწვევი მიზეზებისაგან თავდაცვის უნარი.

ერთ-ერთი ასეთი კომპონენტია ბიოლოგიური უსაფრთხოება. ბიოლოგიური საფრთხე არ შემოისაზღვრება გეოგრაფიით და შესაბამისად მასთან ეფექტიანად გასამკლავებლად მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის ერთობლიობა ქვეყნის რეაგირებისა და პრევენციის შესაძლებლობები და საერთაშორისო პარტნიორობა.

საქართველოში, დღეისათვის ბიოლოგიური საფრთხის ალბათობა და მასშტაბები დაბალია, მაგრამ ასეთის წარმოშობის შემთხვევაში თუ მასზე დროული რეაგირება არ მოხდა, მისი პოტენციური შედეგი ქვეყნის მოსახლეობაზე და მის ეკონომიკაზე დამანგრეველი შეიძლება იყოს. ბიოლოგიური კატასტროფის წყარო შეიძლება იყოს:

  1. ადამიანის მიერ გამწვეული კატასტროფა,
  2. ბუნებრივი ვირუსული ეპიდემიის აფეთქება;
  3. რომელიმე სახელმწიფოს მიერ ბიოლოგიური იარაღის გამოყენება;
  4. ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ბიოლოგიური იარაღის გამოყენება.

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი - აშშ მსოფლიო ლიდერია ბიოლოგიური თავდაცვის ტექნოლოგიებში. ამ პარტნიორობის ფარგლებში დაარსდა ცენტრალური საზოგადო ჯანდაცვის კვლევითი ლაბორატორია - ე.წ ლუგარის ლაბორატორია. ლუგარის სახელი ეწოდა აშშ სენატორი რიჩარდ ლუგარის საპატივსაცემოდ, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ ერთერთი აღიარებული ლიდერია მსოფლიო საფრთხეების შემცირების ინიციატივაში.

ლაბორატორია აშენდა აშშ 300 მილიონი დოლარის დაფინანსებით. იგი გაანალიზებს და მონიტორინგს გაუწევს დაავადებების სრულ სპექრტს სეზონური გრიპებით დაწყებული, დამთავრებული ბიოტერორიზმით. ლაბორატორიის მისიაა ინფექციური დაავადებების აღმოჩენა, ეპიდემიოლოგიური კვლევა და ამით როგორც ქვეყნის უსაფრთხოების, ასევე თანამშრომლობის შედეგად მსოფლიო უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა. ასევე პარტნიორობის შედეგად აშშ და სხვა ქვეყნებიდან ცოდნის და გამოცდილების მიღება უსაფრთხოების კიდევ უფრო ასამაღლებლად. ლაბორატორია რამოდენიმე ძირითადი მიმართულებით მუშაობს:

განსაკუთრებით საშიში და საფრთხის შემცველი პათოგენების დეპოზიტორი (ენდემური, პანდემური, გარდამავალი, ბუნებრივი და ადამიანის მიერ შექმნილი); რეფერალური ლაბორატორია საქართველოსათვის და რეგიონისათვის (ცხოველების, ადამიანების, საკვების და მცენარეების); კვლევისა და დაკვირვების ცენტრი; საგანმანათლებლო და საწავლო ინფრასტრუქტურა.

აღნიშნული პროექტის შედეგად საქართველოში შექმნილი ლაბორატორიათა ქსელი არის უნიკალური ჩვენს რეგიონში დაავადებების აღმოჩენის, კვლევის, და მასთან ბრძოლის კუთხით და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის და მსოფლიო უსაფრთხოებაში.

საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ დაცული და უსაფრთხო იყოს რეგიონში აღმოჩენილი ან გავრცელებული ეპიდემიებისგან და სხვადასხვა სახის ბიოლოგიური კატასტროფებისგან, საწყის დონეზე მოახდინოს დიაგნოზირება და შეაჩეროს ეპიდემიების გავრცელება როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებში (მაგ. ებოლა, ღორის გრიპი, ქათმის გრიპი და ა.შ.).

იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ეკომომიკაში სოფლის მეურნეობა დიდ როლს თამაშობს ასეთი ტიპის ლაბორატორიის არსებობა საშუალებას იძლევა, თავიდან ავიცილოთ ეპიდემიის შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი და გაიზარდოს მიმზიდველობა ინვესტიციების მოზიდვისა სოფლის მეურნეობაში. ასევე ქართული პროდუქციის ექსპორტისათვის ევროპაში.

რაც შეეხება თვითონ ლაბორატორიის და იქ შენახული პათოგენების დაცულობას, - იგი აღჭურვილია ისეთივე მაღალი სტანდარტის დაცვით, როგორც აშშ თავდაცვის დეპარტამენტის ნორმებია და ყველა საერთაშორისო ბიოუსაფრთხოების ნორმებით. იგი აბსოლუტურად დაცულია როგორც შიდა, ასევე გარე საფრთხისაგან.

ამ პროგრამის საშუალებით საქართველო ხდება რეგიონში წამყვანი ქვეყანა ბიოტერორიზმთან ეპიდემიებთან ბრძოლის კუთხით. ასევე ამაღლებს მის სამეცნიერო და კვლევით პოტენციალს, მეცნიერული კავშირების გაღრმავება როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ქართველ მეცნიერებს ეძლევათ შესაძლებლობა, ჩაატარონ მსოფლიო დონის კვლევები აშშ შეიარაღებული ძალების სამედიცინო კვლევების სარდლობასთან.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლუგარის ლაბორატორია აშშ საქართველოს ორმხრივად სასარგებლო გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი დემონსტრირებაა- იგი ამაღლებს საქართველოს მოქალაქეების დაცულობას ეპიდემიებისა და ინფექცირი დაავადებებისგან, ხელს უწყობს ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის განვითარებას, წვლილი შეაქვს მსოფლიო უსაფრთხოებაში.

წყაროები:

გარკვეული ქართულოვანი მედია საშუალებები, რუსულ წყაროებზე დაყრდნობით, ამკვიდრებენ აზრს, თითქოს რიჩარდ ლუგარის ლაბორატორია, რომელიც საზოგადო ჯანდაცვის კვლევითი ორგანიზაციაა, საფრთხეების შემცველია და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობაზე ბიოლოგიური ცდების ჩატარებქს. მსგავსს ინფორმაციას სისტემატურად ავრცელებენ ინტერნეტ-პორტალი საქინფორმი და მედია-კავშირი "ობიექტივი".  "ობიექტივის" ეთერში ამ თემაზე გავიდა შემდეგი რუსულენოვანი მედიების მიერ მომზადებული მასალები: МИР, Россия 24, 31 КАНАЛ და RBK TV. იდენტური შინაარსის ინფორმაციას ასევე ტირაჟირებენ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი (1992-1993), რომელიც ამჟამად მოსკოვში საქმიანობს და სახალხო კრების წარმომადგენელი ელიზბარ ჯაველიძე, რომელიც ბურჯანაძე-გაერთიანებულ დემოკრატებთან დაკავშირებული ორგანიზაციაა.

ანტიდასავლური პროპაგანდა (გვ. 18):

"