Այլք

კრემლის მესიჯბოქსი “საქართველო და მსოფლიოში” დაჟანგული ამერიკული ტანკების შესახებ

18 Հուլիս, 2019

2019 წლის 10 ივლისს ონლაინ გამოცემა „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „ტრამპის „ხელიხელ საგოგმანები“ მარგალიტები“. სტატიაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებმა 4 ივლისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ძალის დემონსტრირების მიზნით გამოიყვანა სამხედრო ტექნიკა,  რომელიც ძველი და დაჟანგული იყო. სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ აშშ ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნად ამ წელს განსაკუთრებულად მოემზადა და მოსკოვში წითელ მოედანზე გამართული აღლუმის საპასუხოდ გამოიყვანა სამხედრო ტექნიკა.

“საქართველოს და მსოფლიოს” პუბლიკაცია პირდაპირ იმეორებს რუსულ მედიაში გავრცელებულ “მესიჯ ბოქსს” აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით. “დაჟანგულ ტანკებზე” და რუსეთის საპასუხოდ ძალის დემონსტირებაზე 4 ივლისს NTV-მ , ხოლო 6 ივლისს Sputnik-Ossetia-მ ისაუბრეს.

"

ქართულენოვანი გამოცემა “საქართველოს და მსოფლიო” პირდაპირ იმეორებს კრემლის მესიჯბოქსს, რომლის მიზანი  აშშ-ის სამხედრო ძლიერებაზე რუსულის უპირატესობის დემონსტრირებაა, რაც წლებია კრემლის პროპაგანდის შემადგენელია. Global Firepower-ის სამხედრო ძლიერების 2019 წლის ინდექსის თანახმად, აშშ 137 ქვეყნიდან 1 ადგილს იკავებს და ცალსახა უპირატესობას ფლობს ადამიანური რესურსის, ავიაციის და სამხედრო-საზღვაო ფლოტის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ტანკების რაოდენობით აშშ-ის უსწრებს, რუსული ტანკების უმეტესობა მოძველებულია და ეფექტიანობის თვალსაზრისით ამერიკულს ჩამორჩება.

2019 წლის 4 ივლისს, აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ლინკოლნის მემორიალთან სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ორი M1A2 Abrams ტანკი, რომელიც აშშ-ის არმიის ძირითადი საბრძოლო ტანკია და შეფასებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და წარმატებული, თანამედროვე სამხედრო ტექნიკის პირობებში. გარდა ამისა, სამხედრო აღლუმზე გამოიყვანეს ორი M2 ბრედლის ქვეითი საბრძოლო მანქანა, M88A2 ჯავშანტექნიკა და სამხედრო თვითმფრინავები, მათ შორის Air Force One-ის საზღვაო თვითმფრინავი, ექვსი Blue Angel F-18 და სხვა

აშშ-ის სამხედრო ძლიერებაზე რუსულის უპირატესობის დემონსტრირება, წლებია კრემლის პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც რუსული სახელისუფლებო მედია ავითარებს. გასულ წლებში НТВ-ს, Первый канал-ის და სხვა კრემლისტური მედიების საინფორმაციო გამოშვებებში აქტიურად ვრცელდებოდა სიუჟეტები რუსეთის შეიარაღების უპირატესობებზე, რაზეც მაგალითად მოყავდათ სირიაში რუსული ავიაციის წარმატებები.

Global Firepower-ის სამხედრო ძლიერების 2019 წლის ინდექსის თანახმად, აშშ 137 ქვეყნიდან 1 ადგილს იკავებს და ცალსახა უპირატესობას ფლობს ადამიანური რესურსის, ავიაციის და სამხედრო-საზღვაო ფლოტის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ტანკების რაოდენობით აშშ-ის უსწრებს, რუსული ტანკების უმეტესობა მოძველებულია და ეფექტიანობის თვალსაზრისით ამერიკულს ჩამორჩება.

კრემლის პროპაგანდის გზავნილებმა რუსული სამხედრო ძლიერების უპირატესობის შესახებ ასახვა  ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2017 წლის დეკემბერში ჩატარებულ კვლევებშიც ჰპოვა, რომლის თანახმად, რესპოდენტთა 41 %, სამხედრო ძალის თვალსაზრისით რუსეთს უფრო ძლიერ ქვეყნად მიიჩნევდა, ვიდრე აშშ-ს (36%). 

"

"
ფოტოგრაფი: Andrew Harnik


მოამზადა მარიამ კახიძემ
მითების დეტექტორისს ლაბორატორია