Եվրամիություն

ევროკავშირი საქართველოს 2 ძროხისთვის გადასახადის გადახდას არ ავალდებულებს

5 Փետրվար, 2019

2 თებერვალს სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს 2-3 ძროხის მეპატრონეს 2020 წლიდან ევროკავშირის მოთხოვნის საფუძველზე გადასახადი დაეკისრებოდა.

აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად რეგიონული ტელევიზიის  “გურჯანიის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში რესპონდენტმა გაახმოვანა, მოგვიანებით კი  ამ სიუჟეტზე დაყრდნობით, ბათუმის TV25-მაც გაავრცელა. მიუხედავად იმისა, რომ ტვ “გურჯაანმა” და TV25-მა თვითრეგულირების ფორმატში საკითხი განიხილეს, დაშვებული შეცდომა აღიარეს და მაყურებელს დაშვებული შეცდომის  შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, სხვა მედიებმა, მათ შორის კლიკბაიტ საიტებმა ეს ინფორმაცია ვირუსულად გაავრცელეს. ეს გამოცემებია ალია, Primetime, bfm.ge, კომერსანტი, news.coa.ge, vanogg.ge, news.net.ge, otime.ge და imo.ge.

სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2-3 ძროხის ყოლის შემთხვევაში მეპატრონეს საფასურის გადახდა და ფინანსური ვალდებულებები დაეკისრება, სინამდვილეს არ შეესაბამება.

სურსათის ეროვნული  სააგენტო განმარტებით, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება 2020 წლიდან ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია არა 2-3 ძროხის მფლობელისთვის ხდება სავალდებულო, არამედ იმ ფიზიკური პირებისთვის, ვინც აწარმოებს და ბაზარზე განათავსებს სურსათს. ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია კი უფასოა. რეგულაციის მიზანია სურსათის წარმოებისას თანამედროვე სტანდარტების და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დანერგვისა  და დაცვის უზრუნველყოფა.