Առասպելների դետեկտորի լաբորատորիա

მედიის განვითარების ფონდი (MDF) დოიჩე ველე აკადემიის (DWA) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "მითების დეტექტორის ლაბორატორია მედია წიგნიერებისთვის”. პროექტის მიზანია დეზინფორმაციის გამოწვევებს მედია წიგნიერებისა და მედია პროდუქციის წარმოების გზით უპასუხოს.

პროექტი ითვალისწინებს ვებ-პლატფორმის "მითების დეტექტორის” ბაზაზე ახალგაზრდებზე ორიენტირებული "მითების დეტექტორის ლაბორატორიის” შექმნას. აღნიშნულ ფორმატში ახალგაზრდები გაივლიან თეორიულ კურსს პროპაგანდის მეთოდებზე, ასევე შეიძენენ პრაქტიკულ უნარებს, თუ როგორ გადაამოწმონ დეზინფორმაცია, მიაკვლიონ მასალის პირველწყაროს, როგორ განასხვავონ ხარისხიანი მედია პროდუქცია მანიპულაციისგან. კურსის მონაწილეები შექმნიან მულტიმედია პროდუქციას "მითების დეტექტორის” ვებ-პლატფორმისთვის. 

კონკურსი: “მითების დეტექტორის” ლაბორატორიის სასწავლო კურსი მედიაწიგნიერებაში

 

 I ჯგუფი  -  8 აპრილი - 22 ივლისი, 2017