შეუძლია თუ არა ფარმაცევტულ კომპანიას ვაქცინირებულის დაპატენტება?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

35
VIEWS

2021 წლის 12 სექტემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Tamazi Giogolevich Odzelashvili გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც ვაქცინის მწარმოებლებმა 2013 წელს ამერიკის უზენაეს სასამართლოს ადამიანის დნმ-ს დაპატენტების უფლება დააკანონებინეს. პოსტში ნათქვამია, რომ ფარმაცევტული კომპანიების მიერ დამზადებული ვაქცინის რეგულარულად მოხმარების შემდეგ ადამიანი ვაქცინის მწარმოებლის საკუთრებაში გადადის, კარგავს ადამიანის სტატუსს და ყველა უფლებას, მათ შორის უძრავ და მოძრავ ქონებას. ფეისბუქ მომხმარებლის მტკიცებით, კორონავირუსის პანდემია და ვაქცინაცია კაცობრიობის გენოციდთან ერთად ადამიანების მასობრივად დაპატენტების მცდელობაა. პოსტს თან ახლავს Euronews-ის რუსულად გახმოვანებული სიუჟეტის ფრაგმენტი, რომელშიც მასაის ტომის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ კორონავირუსის ვაქცინით მათი დახოცვა სურთ.

იდენტური შინაარსის პოსტი Tamazi Giogolevich Odzelashvili-მა 15 სექტემბერსაცგამოაქვეყნა, თუმცა მას სხვა რუსულენოვანი ვიდეო დაურთო, რომელიც ვაქცინირებულთა დაპატენტების და ადამიანის უფლებების ჩამორთმევის შესახებ პირველი პოსტის მტკიცებებს იმეორებს. ვიდეოში ნახსენებია “კარტახენას პროტოკოლი”, რომელიც 2003 წელს შემუშავდა და პოსტის მიხედვით, ვაქცინირებული ადამიანების გენეტიკის შეცვლასა და უფლებების ჩამორთმევას ეხება.

"
მტკიცება, თითქოს აშშ-ს უზენასი სასამართლოს გადაწყვეტილებით ფარმაცევტული კომპანიას ვაქცინირებული ადამიანის დაპატენტების უფლება აქვს, დეზინფორმაციაა. უზენაესი სასამართლოს 2013 წლის გადაწყვეტილებაში ადამიანის დაპატენტებაზე არაფერია ნათქვამი. ხოლო ე.წ. “კარტახენას პროტოკოლი” ბიომრავალფეროვნებისა და ბიოუსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილია და მას ვაქცინირებული ადამიანებისთვის უფლებების ჩამორთმევასთან კავშირი არ აქვს. 

  • მტკიცება, რომ აშშ-ს უზენასი სასამართლოს გადაწყვეტილებით ფარმაცევტულ კომპანიას ადამიანის ან მისი გენის დაპატენტების უფლება მიენიჭა, დეზინფორმაციაა. 

გავრცელებულ პოსტში ნახსენები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება  “მოლეკურული პათოლოგიების ასოციაცია მირიად ჯენეტიკის კორპორაციის წინააღმდეგ” (Association for Molecular Pathology v. Myriad Genetics, Inc.) არც ვაქცინაციას და არც ადამიანების დაპატენტებას არ ეხება. ფარმაცევტულმა კომპანიამ Myriad Genetics, Inc-მა მკერდისა და საშვილოსნოს სიმსივნის გამომწვევი გენების და მათი მუტაციების ზუსტი თანმიმდევრობა აღმოაჩინა, რის შემდეგაც კომპანიამ თავისი აღმოჩენის ე.ი. ადამიანის დნმ-ს ერთ-ერთი ფრაგმენტის და მისი მუტაციის დაპატენტება გადაწყვიტა, რათა მკერდისა და საშვილოსნოს სიმსივნისკენ მიდრეკილების დიაგნოსტირებისა და შესაძლო მკურნალობის მეთოდებზე ექსკლუზიური კომერციული საკუთრება ჰქონოდა.

ამერიკის უზენაესმა სასამართლოს 2013 წლის გადაწყვეტილებით, Myriad Genetics-ს ადამიანის გენის კონკრეტული ფრაგმენტის და დნმ-ს თანმიმდევრობის დაპატენტების უფლება არ ჰქონდა, რადგან ის, რაც ბუნების პროდუქტია, ვერ იქნება კომპანიის ინტელექტუალური საკუთრება მხოლოდ იმიტომ, რომ კომპანიამ მისი იზოლირება შეძლო. ამის ნაცვლად, უზენაესმა სასამართლომ Myriad Genetics-ს არა ბუნებრივ გენეტიკურ თანმიმდევრობაზე, არამედ სიმსივნის რისკის განსასაზღვრად გამოყენებული ტესტისთვის კომპანიის მიერ დამზადებული სინთეტიკური დნმ-ს დაპატენტების უფლება მისცა, რომელიც თავისავად ბუნებაში მოცემული არ არის.

დეზინფორმაციულ მტკიცებას, თითქოს 2013 წლის ლეგალური პრეცედენტის საფუძველზე კორონავირუსის ვაქცინების მწარმოებლებს ადამიანების დაპატანტება და მათთვის უფლებების წართმევა შეუძლიათ, სხვადასხვა სოციალური ქსელის მომხმარებლები რამდენიმე თვეა ავრცელებენ. მათი მტკიცებების მიხედვით, 2013 წლის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ფარმაცევტულ კომპანიას ნებისმიერი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმის დაპატენტების უფლება მიანიჭა, ხოლო კორონავირუსის ვაქცინები ადამიანის გენეტიკას ცვლიან და მას გენმოდიფიცირებულ არსებად აქცევენ, რის გამოც ადამიანიც შეიძლება პატენტის ობიექტად იქცეს. რეალურად, კორონავირუსის ვაქცინები ადამიანის გენეტიკას არ ცვლის, რადგან ვაქცინას არ შეუძლია შეაღწიოს უჯრედის ბირთვში, სადაც ადამიანის გენეტიკური ინფორმაცია ინახება და დნმ-ში ინტეგრირდეს. ამ თემაზე “მითების დეტექტორმა” არაერთი სტატია მოამზადა, ვრცლად იხილეთ:

 

  • “კარტახენას პროტოკოლი ბიოუსაფრთხოების შესახებ” საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად ბიომრავალფეროვნების დაცვას ისახავს მიზნად.

“კარტახენას პროტოკოლი ბიოუსაფრთხოების შესახებ”  უფრო დიდი დოკუმენტის, კერძოდ გაეროს მიერ რიო-დე-ჟანეიროს კონფერენციაზე 1993 წელს მიღებული “ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის”  შემავსებელი ნაწილია, რომელიც 2003 წელს გაეროს წევრმა 173 სახელმწიფომ მიიღო. “ბიოუსაფრთხოების პროტოკოლი” არც ვაქცინაციას და არც ადამიანების გენეტიკურ ცვლილებას არ ეხება. მისი რეალურად მიზანი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, მათ შორის საკვებად გამოყენებული გმო-ს, ტრანსპორტირების, გამოყენებისა და მოვლის წესებს განსაზღვრავს. პროტოკოლის მიზანია, რომ თანამედროვე ბიოტექნოლოგიების გამოყენების პროცესში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ყველა ის შესაძლო უარყოფითი ეფექტი, რომელიც შეიძლება ბიოლოგიური მრავალფეროვნებაზე აისახოს. პროტოკოლი 40 მუხლისგან შედგება და მასში ძირითადად ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმის (გენმოდიფიცირებული მცენარეები და შინაური ცხოველები) ტრანსპორტირების წესებია გაწერილი. პროტოკოლის ტექსტში სიტყვები “ვაქცინა”, “ვაქცინირებული” ნახსენები საერთოდ არ არის და მტკიცება, თითქოს კარტახენას პროტოკოლი რაიმე ფორმით ადამიანებზე ვრცელდება, საფუძველს მოკლებულია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist