რამდენად საშიშია კოვიდ-19 სეზონურ გრიპთან შედარებით?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

43
VIEWS

14 ნოემბერს ფეისბუქ გვერდმა “მოძრაობა ძლევაი საკვირველი” კოვიდ-19-ის შესახებ  ვიდეო გაავრცელა, რომელიც ცდილობს დაამტკიცოს, რომ სეზონური გრიპი კორონავირუსზე საშიშია. ვიდეოს ავტორი იმის დასამტკიცებლად, რომ  ყოველწლიურად სეზონური გრიპი 60-ჯერ მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე კოვიდ-19, ევექსის ერთ-ერთ კლინიკაში “კავკასიის მედიცინის ცენტრში” საინფორმაციო პოსტერებზე განთავსებულ ინფორმაციას იმოწმებს. 16 ნოემბრის მონაცემებით, ვიდეოს 1.4 ათასი ნახვა და 60 გაზიარება აქვს, ვიდეო იუთუბ არხზე ატვირთა “ზნეობა zneoba-მაც.”

trhats რამდენად საშიშია კოვიდ-19 სეზონურ გრიპთან შედარებით?rth 1 რამდენად საშიშია კოვიდ-19 სეზონურ გრიპთან შედარებით?

მტკიცება, თითქოს სეზონური გრიპის სიკვდილიანობის მაჩვენებელი კორონავირუსთან შედარებით 60-ჯერ მეტია, მცდარია.  17 ნოემბრის მონაცემებით, 2020 წელს კოვიდ-19-ით სეზონურ გრიპზე 3.1-ჯერ მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ვიდეოს ავტორი ევექსის ძველ პოსტერებს მანიპულაციურად იყენებს, რადგან ის პანდემიის საწყის ეტაპზე, მარტში არსებულ მდგომარეობას ასახავს და დღევანდელ ვითარებასთან შეუსაბამოა. 

  • 2020 წელს კოვიდ-19-ით სეზონურ გრიპზე 3.1-ჯერ მეტი ადამიანი გარდაიცვალა 

Worldometers-ის თანახმად, 17 ნოემბრის მონაცემებით, რაც კოვიდ-19-ის ინფიცირებულთა რაოდენობასა და გარდაცვალების სტატისტიკას ასახავს, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით  1,332,406 ადამიანი გარდაიცვალა (17 ნოემბრის 6:04 GMT დროით არსებული მონაცემები). გარდაცვალების მაჩვენებელი კი 2.4%-ია. ვებ გვერდზე სტატისტიკა 2020წლის 22 იანვრიდან არის მოცემული.

phhd რამდენად საშიშია კოვიდ-19 სეზონურ გრიპთან შედარებით?

2020 წელს, ამავე წყაროს თანახმად, სეზონური გრიპით გარდაცვალების 430 998 შემთხვევა აღირიცხა.

thrds რამდენად საშიშია კოვიდ-19 სეზონურ გრიპთან შედარებით?

WHO-ს მიხედვით, ვინაიდან პანდემია ჯერ არ დასრულებულა კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 0.1%-დან 25%-მდე მერყეობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა ისიც, რომ ყოველწლიურად სეზონური გრიპით 650 000-მდე ადამიანი იღუპება.  საერთო ჯამში კი სეზონური გრიპის სიკვდილიაობა 0.1%-ს არ აღემატება.

CDC-ის მონაცემებით, აშშ-ში 2018-2019 წლებში გრიპის სეზონის პერიოდში  ინფლუენზათი ინფიცირების 35.5 მილიონზე მეტი შემთხევევა დაფიქსირდა და    დაახლოებით 32 200 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ში covid-19-ის პირველი შემთხვევა 21 იანვარს დაფიქსირდა, მას შემდეგ დღემდე კი 252 622 ადამიანი გარდაიცვალა.

ths 3 რამდენად საშიშია კოვიდ-19 სეზონურ გრიპთან შედარებით?

  • ევექსის პოსტერი პანდემიის საწყის ეტაპზე მარტში არსებულ მდგომარეობას ასახავს და დღევანდელ ვითარებასთან შეუსაბამოა. 

“მითების დეტექტორი” ევექსის წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ პოსტერი პანდემიის ადრეულ ეტაპზე შეიქმნა, როდესაც კოვიდ-19 მსოფლიოს მასშტაბით ნაკლებად იყო გავრცელებული და სიკვდილიანობის შემთხვევებიც ნაკლები იყო. აღსანიშნავია, რომ ევექსის ამავე საინფორმაციო კამპანიის ნაწილი იყო ფეისბუკ გვერდზე განთავსებული იმავე შინაარსის  ვიდეოც, რომელიც 4 მარტით თარიღდება.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist