Healthcare/Biosafety

გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა? hotnews-ი ინფორმაციას შეცდომაში შემყვანი სათაურით ავრცელებს

14 May, 2020

12 მაისს ე.წ. კლიკბაით საიტმა hotnews.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “საგანგებო მდგომარეობა საქართველოში შესაძლოა, ახალ წლამდე გაგრძელდეს - რას ამბობს იმნაძე”. სტატიის სათაური შეცდომაში შემყვანია და არ შეესაბამება სტატიის ტექსტს, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პაატა იმნაძის ინტერვიუს გვთავაზობს. 

'

“შეხვდება თუ არა არა საქართველო ახალ წელს საგანგებო მდგომარეობით” ამ კითხვაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა, რომ დამოკიდებულია ეპიდემოლოგიურ მდგომარეობაზე. იმნაძის განმარტებით ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში რესპირატორული დაავადებების სეზონია და შესაძლოა დაავადება შემობრუნდეს, თუმცა იმედოვნებს, რომ იმ დროისათვის არსებული ანტივირუსული საშუალება ვირუსის უკეთ მართვის საშუალებას მოგვცემს.

hotnews.ge-ს სათაური ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ამ პერიოდში არსებული საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა ახალ წლამდე გადაიწიოს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული სტატია შეცდომაში შემყვანი სათაურით 9 ფეისბუქ ჯგუფსა და 2 ფეისბუქ გვერდზე გაზიარდა, რასაც ჯამში 2000-ზე მეტი ინტერაქცია ჰქონდა.

|

წყაროს შესახებ

Hotnews.ge ონლაინ საინფორმაციო პორტალია, რომელიც 2017 წლის 6 ივლისსაა დარეგისტრირებული.  ვებ-გვერდზე არ მოიპოვება ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ, არ არის მითითებული სარედაქციო კოლეგია. საიტზე სხვა კლიკბაიტ საიტებისგან განსხვავებით არაა განთავსებული რეკლამები, თუმცა, სავარაუდოდ, გვერდი სენსაციური სათაურებით ახალ ამბებზე ე.წ. დაკლიკვით გამოიმუშავებს თანხას. კორონავირუსთან დაკავშირებულ კონსპირაციებსა და ყალბ ინფორამციას ვებ-გვერდი ადრეც ავრცელებდა, რომლებიც “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა.

Profiles: