Various

ფეისბუკში დეზინფორმაციის გამავრცელებელი ულტრა-ნაციონალისტური გვერდების ნაწილი გაუქმდა

14 March, 2019

12 მარტს ფეისბუკში რამდენიმე ულტრა-ნაციონალისტური გვერდი გაუქმდა, რომლებიც ქსენოფობიური, რასისტული ანტი-მიგრანტული შინაარსის პოსტებით გამოირჩეოდნენ და ხშირად დეზინფორმაციას აქვეყნებდნენ.  გაუქმებულ გვერდებს შორის არის: "ეროვნული ძალა", "ქართული იდეა", "ალფა დომინანტი",  “იბერიული ერთობა", "წინააღმდეგობა" და "ეროვნება".  ამ ფაქტს  სხვა ულტრა-ნაციონალისტური ფეისბუკ გვერდების, ასევე ე.წ. “ქართული მარშის” წევრების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. მათი გზავნილი იდნეტური იყო და გვერდების გაუქმებას “ანტილიბერალური გვერდების წმენდის მორიგი ტალღა” უწოდეს.

""

"

"

"

გაუქმებული ფეისბუკ გვერდების შესახებ:

“ეროვნული ძალა" ქსენოფობიური და ანტიმიგრანტული შინაარსის პოსტებით გამოირჩეოდა. 2018 წლის დეკემბერში ეს გვერდი წერდა, რომ მულტიკულტურალიზმი ანადგურებს ევროპას და საქართევლოს. ასევე ავრცელებდა დეზინფორმაციას, თითქოს საქართევლოში ნახევარი მილონი მიგრანტის ჩამოსახლება იგეგმება.

"

"

“ქართული იდეა”  ულტრა-ნაციონალისტური პოლიტიკური პარტია “ქართული იდეის” ფეისბუკ გვერდს წარმოდგენდა. “ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუა “ქართულ მარშთან” ერთად 14-17 მაისს ულტრა-ნაციონალისტურ და ჰომოფობიურ აქციებში მონაწილეობდა. “ქართული იდეის” მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის სამიზნე მეტწილად ლგბტ თემი და მიგრანტები იყვნენ. მაგალითად, “ქართული იდეა” ავრცელებდა ყალბ ამბავს, თითქოს საბერძნეთში ლგბტ პირებმა ხატები დააზიანეს. “ქართულმა იდეამ” ასევე გამოაქვეყნა საკმაოდ ცნობილი მითი, თითქოს კანადაში მუსლიმმა მშობლებმა სკოლებში ღორის ხორცის აკრძალვა მოითხოვეს.

"

"

“იბერიული ერთობა" ულტრა-ნაციონალისტური და ქსენოფობიური ფეისბუკ გვერდი იყო, რომელიც სოციალურ ქსელში მუსლიმი თემისა და ლგბტ თემის წინააღმდეგ სიძულვილის ენითა და ძალადობისკენ მოწოდებებით გამოირჩეოდა. ამ გვერდის მანიპულაციური ინფორმაციის შესახებ მუსლიმთა მსვლელობის შესახებ 2018 წელს  “მითების დეტექტორისც” წერდა.

"

"წინააღმდეგობა" ულტრანაციონალისტური ფეისბუკ გვერდი იყო, რომელიც ძირითადად ქსენოფობიური, განსაკუთრებით კი თურქოფობიური მოწოდებების ტირაჟირებას ახდენდა. აღნიშნული გვერდი ე.წ. “ქართული მარშის” ერთ-ერთ მედიუმს წარმოადგენდა და ამ მოძრაობის მიერ დაგეგმილი ღონისძებების გარშემო აუდიტორიის მობილიზებას ცდილობდა. გვერდზე აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია ე.წ. “ქართული მარშის” მიერ ორგანიზებული ღონისძიებების შესახებ. ამ გვერდმა 2018 წლის აგვისტოში ბათუმში თურქების მიერ მღვდლის ცემის შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელა. გვერდმა ასევე იუმორისტული ვიდეო რეალობად გაასაღა და წერდა, რომ სვანეთი აშშ-ს მთავარი სამიზნეა.

"

"ალფა დომინანტი” Alpha Dominant ვიდეო ბლოგერია, რომელიც სექსისტური და დისკრიმინაციული შინაარსის ვიდეოებს ავრცელებდა. Alpha Dominant-ის Facebook გვერდს 19,345 (2018 წლის 19 ივნისის მონაცემებით) გამომწერი ჰყავდა და მასზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, დახურულ ფეისბუქ ჯგუფებს „ანტილიბერალები“და "Alpha Dominant"-ის ჯგუფი“ მართავდა. ამ გვერდმა 2018 წლის ივნისში გამოაქვეყნა ფოტომანიპულაცია და ყალბი ამბავი, თითქოს დასავლეთის სკოლებში ბიჭებს კაბის ჩაცმის უფლება მისცეს.

"