Various

ევროკავშირმა სოციალური მედიისთვის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ქცევის კოდექსი შეიმუშავა

14 February, 2019

2019 წლის მაისში დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნების წინ დეზინფორმაციიისა და ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირის ერთ - ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით  2018 წლის სექტემბერში ევროკომისიის ინიციატივით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა “ ქცევის კოდექსი ” შეიმუშავა, რომელსაც  მსხვილმა ინტერნეტ კომპანიებმა, მათ შორის Facebook-მა, Google-მა,  Twitter-მა და Mozilla-მა ნებაყოფლობით მოაწერეს ხელი. დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად  “ქცევის კოდექსით” განისაღვრა 5 შემდეგი ძირითადი სფერო:

  • დეზინფორმაციის გამავრცელებელი ვებ-გვერდებისა და ანგარიშებისათვის რეკლამიდან ფინანსური სარგებლის მიღების ხელშეშლა და ასეთი ვებ-გვერდების  შესახებ რეკლამის დამკვეთების ინფორმირება;
  • პოლიტიკური რეკლამებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხზე  პოლიტიკური ჯგუფის ინეტესების შესაბამისი პოზიციის რეკლამირების გამჭვირვალობა;
  • ყალბი ანგარიშების გაუქმება, ანგარიშების  რეალური იდენტობებისა და ონლიან ბოტების შესახებ მომხმარებელების ინფორმირება და მათ წინააღმდეგ ბრძოლა;
  • მომხმარებლების  მიერ სხვადასხვა წყაროებზე და პერსპექტივებზე წვდომის ხელშეწყობა და სანდო წყაროებისათვის უპირატესობის მინიჭება;
  • დეზინფორმაციის გავრცელებისა და მისი გავლენის შესწავლის მიზნით მკვლევარებისათვის და ორგანიზაციებისათვის მონაცემების მიწოდება.

2019 წლის 29 იანვარს ევროკომისიამ  “ქცევის კოდექსის” ხელმომწრების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მსხვილ ინტერნეტ-კომპანიების მიერ  დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებსა და პროგრესს ასახავს. ანგარიშის თანახმად:

  •  Facebook-მა საკუთარ პლატფორმაზე რეკლამის განთავსების პოლიტიკა დახვეწა და ყალბი შინაარსის რეკლამირების ასარიდებლად ახალი მექანიზმები შეიმუშავა. კომპანიამ  საზოგადოების დესტრუქციისაკენ მიმართული სენსაციური ამბებისა და ძალადობის შემცველი შინაარსის რეკლამების განთავსებაც აკრძალა. Facebook-ის პლატფორმაზე რეკლამის განთავსების ახალი  პოლიტიკის ფარგლებში პოლტიკური რეკლამის გამჭვირვალეობა გაუმჯობესდა, რასაც გვერდებისა და ანგარიშების რეალური მფლობელების ვინაობის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაჯაროებემ და მომხმარებლებისათვის მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდამაც შეუწყო ხელი.  Facebook-მა 2018 წლის მეორე და მესამე კვარტალში 1,5 მილიარდზე მეტი ყალბი ანგარიში და გვერდი გააუქმა. Facebook-ის ჯგუფი არაავთენტური, კოორდინირებულად მოქმედი ვებ-გვერდებისა და ანგარიშების გამოსავლენად მუშაობს, მათი გაუქმების მიზნით. ამასთანავე, ყალბი ინფორმაციების გამოვლენისათვის Facebook-მა ფაქტების გადამამოწმებელ (fact checking) ორგანიზაციებთან გაააღრმავა თანამშორმლობა .
  •  Google  სარეკლამო პოლიტიკას დიდ  ყურადღებას აქცევს და ცდილობს  ყალბი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გამავრცელებელი ვებ-გვერდების დარეკლამება აკრძალოს, ამ მიზეზით  2017 წელს Google-მა რეკლამის განთავსებაზე 3,2 მლრდ-ჯერ განაცხადა უარი . ასევე, კომპანიამ გამჭვირვალე გახადა პოლიტიკური რეკლამა.  ევროკავშირის ქვეყნებში მომხმარებლებს ვებ-გვერდის დარეკლამების შემთხვევაში ინფორმაცია მიეწოდება და დაინტერესების შემთხვევაში რეკლამის დამკვეთის შესახებ ინფორმაციის მიღებაც მარტივად შეუძლიათ. . Google -მა  ფაქტების გადასამოწმებლად თანამშრომლები (fact checkers) დაიქირავა და გავრცელებული ინფორმაციის სანდოობის შეფასება აშშ-სა და ევროკავშირის მასშტაბით უკვე  მის საძიებო სისტემაშიც ხელმისაწვდომია. მნიშვნელოვანია, რომ Google-სა და Youtube-ის საძიებო სისტემაში უპირატესობა სანდო წყაროებს ენიჭება
  •  Twitter-ი დეზინფორმაციის გავრცელების თავიდან ასარიდებლად რეკლამების განმათავსებლების ვინაობასა და შინაარსს ამოწმებს, მან  მომხმარებლებისათვის დარეკლამებული ე.წ. “ტვიტებისა” და ანგარიშების შესახებ ხელმისაწვდომი ინფორმაცია გახადა. ასევე, Twitter-ი ცდილობს დეზინფორმაციის გამავრცელებული ანგარიშებისა და სპამების აღმოჩენასა და მათ გაუქმებას. Twitter-ი საკუთარი პლატფორმის საშუალებით მედია განათლების ხელშეწყობასა და შესაბამისი რესურსების განთავსებას ცდილობს. ის დეზინფომრაციის გავრცელების საკითხებში მკვლევარებთან  თანამშრომლობს და მათ მონაცემებსაც აწვდის.
  •  Mozilla-მა თანამშრომლები დეზინფორმაციასთაან გასამკლავებლად დაიქირავა. მან მომხმარებლების მიერ ვებ-გვერდების ვიზიტების შესახებ მონაცემების გაცემაზე შეზღუდვები დააწესა, იმისათვის, რომ  ინფრომაცია დეზინფორმაციისა გასავრცელებლად არ იქნეს გამოყენებული.

მოამზადა ანა ჩიტალაძემ