მიგრანტები

ასავალ -დასავალის დეზინფორმაცია და ფოტომანიპულაცია, თითქოს „გუგლში აღმაშენებლის გამზირს Arab Street - ს ეძახიან! “

18 Sentyabr, 2017

გაზეთ ასავალ-დასავალის 11-17 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა ფოტო, წარწერით „გუგლში აღმაშენებლის გამზირს უკვე Arab Street - ს ეძახიან! “, რომელზეც Google-ის საძიებო სისტემაში ჩაწერილი სიტყვები Arab Street Tbilisi და 12 ფოტოსურათია ასახული. ფოტო თან ერთვოდა მასალას, რომელშიც ჟურნალისტი საფრთხეების კონტექსტში თბილისში არსებული აღმაშენებლის გამზირის გადაგვარებაზე და იქ არაბების მომრავლებაზე საუბრობს.

"

“ასავალ-დასავალის” მიერ წარმოდგენილი ფოტოკოლაჟი ფაბრიკაციას წარმოადგენს, რადგან 12-დან 7 ფოტოზე სინგაპურსა და დუბაიში არსებული არაბული ქუჩებია (Arab Street) ასახული, 2 ფოტოზე - თბილისში ივანე მაჩაბლის და ერეკლე II -ის ქუჩებზე არსებული კაფეები, 2-ზე  - აღმაშენებლის ხეივანზე განთავსებული სასტუმრო (Tbilisi Times, booking.com) და რესტორანი (Spice Garden Restaurant, tripadviser.com) შესაბამისი ქართული დასახელების ქუჩების მითითებით. 1 ფოტო კი dgbgeorgia.weebly.com-ის  მასალიდანაა, სათაურით „Тбилиси“, სადაც სიტყვა Arab მერვე საუკუნეში მურვან ყრუს და ხაზართა შემოსევების აღწერის მიზნითაა გამოყენებული.

ამასთანავე, “ასავალ-დასავალის” მტკიცება აბსურდულია, რადგან Google-ის საძიებო სისტემის მუშაობის პრინციპია, მომხმარებელს აჩვენოს ძებნის დროს მითითებული სიტყვების შემცველი ტექსტუალური, ფოტო და ვიდეო მასალები ათასობით ვებ-გვერდიდან, რომლებიც საჯაროდაა ხელმისაწვდომი. შესაბამისად, საძიებო სისტემა მილიონობით მომხმარებლის ან ვებ-გვერდის მიერ ამ სიტყვების გამოყენებით ქსელში ატვირთულ მასალებს გვიჩვენებს, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ძიებისას მითითებული სიტყვები ერთმანეთთან მიზეზ-შედეგობრივ ან შინაარსობრივ კავშირშია, ხოლო ძიების შედეგი ზუსტი და აუცილებლად ავთენტური.

  • 7 ფოტო - სინგაპურის და დუბაის არაბული ქუჩები აღმაშენებლის გამზირის ნაცვლად

"

"

  • 2 ფოტოზე თბილისში ივანე მაჩაბლის და ერეკლე II -ის ქუჩებზე არსებული კაფეებია ასახული  შესაბამისი ქუჩების მითითებით.

"

"

  • 2 ფოტოზე აღმაშენებლის ხეივანზე განთავსებული სასტუმრო Tbilisi Times  Booking.com და ინდური რესტორანი Spice Garden-ია  tripadvisor.com  ასახული და ორივე შემთხვევაში შესაბამისი ქუჩის სახელწოდებაა მითითებული.

:

L

  • 1 ფოტო ვებ-გვერდ dgbgeorgia.weebly.com-ის  მასალიდანაა,  სათაურით „Тбилиси“, სადაც სიტყვა Arab მერვე საუკუნეში მურვან ყრუს და ხაზართა შემოსევების აღწერის მიზნითაა გამოყენებული.

"

:


მოამზადა დალი ქურდაძემ