Avropa İttifaqı

ინტერაქტივის მანიპულაციური შეკითხვა "მაესტროს "ცეცხლის ხაზში” ვიზალიბერალიზაციის შესახებ

5 Aprel, 2017

28 მარტს ტელეკომპანია "მაესტროს” თოქ-შოუში „ცეცხლის ხაზი" ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მანიპულაციური შეკითხვა გავიდა. რედაქცია უვიზო მიმოსვლის პროცესის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებას შეეცადა, რაც შეცდომაში შემყვანია.

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია სამუშაო მიზნით გამგზავრებას არ გულისხმობს. ინტერაქტივის შეკითხვა - „მოახდენს თუ არა ვიზალიბერალიზაცია დადებით გავლენას თქვენი ოჯახის კეთილდღეობაზე?" - მანიპულაციური ხასიათისაა, რადგან ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი სამუშაო ან სასწავლო მიზნით გამგზავრებაზე არ ვრცელდება. უვიზო რეჟიმი, რომელიც 28 მარტიდან ამოქმედდა, საქართველოს მოქალაქეებს მოკლევადიანი ვიზიტით, ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში, ჯამურად 90 დღე ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ გამგზავრების შესაძლებლობას აძლევს.