Müxtəlif

პოსტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ბაია პატარაიას სიზმარში ჩადენილი გაუპატიურების დასჯას ითხოვს, სატირულია

24 Mart, 2021

19 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა Tedo Abashidze-მ ონლაინ მედია on.ge-ის სქრინი გაავრცელა, სქრინზე უფლებადამცველი ბაია პატარაიას ფოტო და ციტატაა გამოსახული, სქრინის მიხედვით, პატარაიამ კანონპროექტი შეიტანა, რომლის მიხედვითაც “სიზმარში ჩადენილი გაუპატიურებაც დასჯადი უნდა გახდეს.” რამდენიმე საათით გვიან იდენტური სქრინი საკუთარ თაიმლაინზე ფეისბუკ მომხმარებლებმა ლუკიანე ფეიქრიშვილმა და Tato Dotiashvili-მა განათავსეს. 

;;;

პოსტი სავარაუდოდ სატირულია, თუმცა ის მედიასაშუალების გაყალბებული სქრინით შესაბამისი მითითების გარეშე ვრცელდება, რამაც შესაძლოა მკითხველის შეცდომაში შეყვანა გამოიწვიოს. ბაია პატარაიას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. 

ბაია პატარაიას მსგავსი შინაარსის განცხადება სიზმარში ჩადენილი სექსუალური ძალადობის დასჯის აუცილებლობის შესახებ არ გაუკეთებია. ამგვარი ციტატა ან სქრინში მოცემული სხვა რომელიმე ტექსტი  არც On.ge-ის საიტზე არ იძებნება.

;;

გავრცელებულ სქრინზე გამოსახული წარწერების ფერი და ფონტი ორიგინალი საიტისგან ვიზუალურადაც განსხვავდება. 

;

აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებელმა Tato Dotiashvili-მა ერთ-ერთ კომენტარში სქრინის სიყალბის შესახებ აღნიშნა, თუმცა პოსტზე გამოხატული რეაქციებიდან გამომდინარე, მომხმარებელთა დიდი ნაწილი ფოტოს სატირულ შინაარსს ვერ მივხვდა. 

;

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ბაია პატარაიას განცხადება ყალბდება. “მითების დეტექტორმა” მსგავსი შემთხვევები ადრეც გადაამოწმა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.