Siyasət

“კარდჰუ” ამერიკის ელჩის კომენტარს აყალბებს

1 Noyabr, 2020

განახლება: მას შემდეგ, რაც მითების დეტექტორმა აღნიშნული სტატია გამოაქვეყნა და ფეისბუკზე ციტატა ყალბად მონიშნა, კარდჰუმ პოსტი წაშალა. 

1 ნოემბერს ფეისბუკ გვერდმა "კარდჰუ" გააზიარა საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის კომენტარი მის ფოტოსთან ერთად. პოსტის თანახმად, ელჩმა დეგნანმა შემდეგი სიტყვები განაცხადა: “არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და მისი შედეგები ყველა პარტიამ უნდა მიიღოს".

გამოქვეყნებიდან 1 საათში პოსტს 42 გაზიარება, 174 რეაქცია და 34 კომენტარი ჰქონდა.

"

გავრცელებული კომენტარი გაყალბებულია, რადგან ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე ამერიკის ელჩს არჩევნები არ შეუფასებია. არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს მან მოუწოდა საარჩევნო სუბიექტებს და მათ მხარდამჭერებს, პატივი სცენ ბიულეტენების დათვლის პროცესს და მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები, რათა აჩვენონ, რომ არჩევნები სრულად პასუხობს საერთაშორის სტანდარტებს.

საქართველოში ამერიკის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ელჩ კელი დეგნანის განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით 31 ოქტომბერს არჩევნების დამთავრებამდე გაავრცელა. განცხადება საარჩევნო პროცესს შეეხებოდა და არა მის შედეგებს:

კარდჰუს გაყალბებული ვერსია აშშ ელჩის კელი დეგნანის რეალური კომენტარი
არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და მისი შედეგები ყველა პარტიამ უნდა მიიღოს". “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბიულეტენების დათვლა დაიწყება, ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა პატივი სცეს არჩევნებზე მომუშავე პირების მიერ გაწეულ საქმიანობას, მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები და აჩვენონ, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას ეუთოს ოდირის მიერ დაწესებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები. საერთაშორისო საზოგადოება ამ სტანდარტების დაცვას აკვირდება, რადგან საქართველოს ამომრჩევლები იმსახურებენ, რომ ხმები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში მისცენ”.

ელჩის განცხადებაში ხაზი აქვს გასმული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შეფასებას, კერძოდ ეუთო ოდირის  თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს. საერთაშორის შეფასება, არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება.

არჩევნებთან დაკავშირებული ციტატა “კარდჰუმ” ადრეც გააყალბა, როდესაც აშშ-ის კონგრესმენის ადამ კინზინგერის შემდეგი სიტყვები გააყალბა: "ოქტომბრის არჩევნების შედეგები არავის არ მოგეწონებათ, მაგრამ ეგ იქნება დემოკრატია". მაშინ კიზინგერმა რეალურად თქვა: “არავინ იქნება ბოლომდე კმაყოფილი, თუმცა ასეთია დემოკრატია.” 

კარდჰუს შესახებ

ფეისბუქ გვერდი 2017 წლის 23 ივლისს შეიქმნა. ავრცელებს სიძულვილის ენას ეროვნული, სექსუალური და სხვა უმცირესობების მიმართ. აღვივებს ევროსკეპტიციზმსა და უნდობლობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ.

დაარქივებული ბმულები: https://archive.ph/E4qzA#selection-1211.0-1211.79