Münqaişələr

რა როლს თამაშობს კრემლი ყარაბაღის კონფლიქტში?

30 İyun, 2020

23 ივნისს ონლაინ გამოცამა “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “მშვიდობიანი კავკასია რუსეთის ინტერესებშია”.  მასალის მიზანია რუსეთი კავკასიის რეგიონში მშვიდობის ერთადერთ გარანტორად და მსურველად წარმოაჩინოს. სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისათვის ძალღონეს  არ იშურებს, მათ შორის ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებშიც. ავტორს პარალელი საქართველოს კონფლიქტებთანაც აქვს გავლებული და ავითარებს აზრს, თითქოს რუსეთი მშვიდობის დამყარებას ცდილობს, დესტრუქციული ძალა კი დასავლეთია.  
 

“საქართველო და მსოფლიო”: "რუსეთს კავკასიაში სამშვიდობო მიზნები გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე დესტრუქციისა და დაძაბულობისკენ მიმართული… რუსეთი არ იშურებს ძალ-ღონეს მინსკის ეუთოს ჯგუფის ფარგლებშიც, როგორც თანათავმჯდომარე ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში, რათა მოხდეს ბაქოსა და ერევანს შორის პოზიციების დაახლოება"

მტკიცება, თითქოს რუსეთი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებას ძცდილობს, მცდარია. კრემლის პოლიტიკა 1920-იანი წლების დასაწყისში და 80-იანი წლების ბოლოს კონფქლიქტის გაღვივების ერთ-ერთი მიზეზი გახდა,   კონფლიქტის საწყის ეტაპზე რუსეთი  საომარ მოქმედებებში იყო ჩართული, საომარი მოქმედებები პერიოდიდან დღემდე კონფლიქტის ორივე მხარეს - სომხეთსა და აზერბაიჯანს ის იარაღით ამარაგებს, რაც ხელს უშლის კონფლიქტის სტაბილიზაციას. კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას რუსეთი ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებშიც უშლი ხელს და კონფლიქტს საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად იყენებს. 

   1. კრემლის პოლიტიკა 1920-იანი წლების დასაწყისში და 80-იანი წლების ბოლოს კონფქლიქტის გაღვივების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. 

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის სადავო ტეროტორიის შესახებ თანამედროვე კონფლიქტი 1920-იან წლებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გასაბჭოების პროცესებს უკავშირდება. 1920 წლის 2 დეკემბერს სტალინმა, რომელიც იმ დროს ეროვნებათა საქმეების სახელმწიფო კომისარი იყო, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ყარაბაღი, ზანგეზური და ნახიჩევანი სომხეთის კონტროლის ქვეშ უნდა გადასულიყო, თუმცა ეს ინიციატივა აზერბაიჯანის რევოლუციური კომიტეტის ხელმძღვანელმა ნარიმან ნარიმანოვმა გააპროტესტა. 4 თვის შემდეგ საბჭოთა კავშირსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ხელი მოეწერა "მოსკოვის”, იგივე "მეგობრობის” ხელშეკრულებას. თურქეთთან პარტნიორობის განმტკიცების მიზნით, სტალინმა ნახიჩევანიცა და ყარაბაღიც ამჯერად აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ მოაქცია.

საბჭოთა კავშირის დასუსტების პარალელურად მთიანი ყარაბაღის საკითხის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სიტუაცია დაიძაბა. 

80-იანი წლების ბოლოს კრმელის პოლიტიკამ კი კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვია. 1988 წლის იანვარში არკადი ვოლსკი, რომელიც სეპარატისტული შეხედულებებით იყო ცნობილი, მთიანი ყარაბაღის ცენტრალური კომიტეტის წარმომადგენლად დაინიშნა, 1989 წლის იანვარში კი ის მთიანი ყარაბაღის სპეციალურ ადმინისტრაციული კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა, რაც აზერბაიჯანის ინტერესებს ცალსახად ეწინააღმდეგებოდა. კრემლის გადაწყვეტლებამ აზერბაიჯანში მწვავე რეაქცია გამოიწვია, სომხეთმა კი კონფლიქტის შემდგომი ესკალაციისთვის ის “მწვანე შუქად” მიიჩნია. მცირე შეიარაღებული შეტაკებები 1988 წლიდან დაიწყო, რომელიც სსრკ-ს დაშლისთანავე სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. 

   2.  ყარაბაღის შეიარაღებული კონფლიქტისას რუსეთი  საომარ მოქმედებებში  უშუალოდ იყო ჩართული და კონფლიქტის ორივე მხარეს იარაღით ამარაგებდა

Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად, რუსეთი ყარაბაღის შეირაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობას იღებდა. 1992 წლის თებერვალში რუსეთის 366-ე მოტომსროლელთა პოლკი ხოჯალის მოვლენებში სომხეთის მხარეს მონაწილეობდა, რის შედეგადაც 487 ადამიანი გარდაიცვალა და 1000-ზე მეტი ტყვედ ჩავარდა. 1992 წლის სექტემბერში კი აზერბაიჯანულმა მხარემ ყარაბაღში რუსეთის სპეციალური დანიშნულების რაზმის 6 წევრი დააკავა. ამასთან ერთად, არსებობს ეჭვი, რომ რუსეთი აზერბაიჯანელ გენერალს სურატ ჰუსეინოვს მხარს უჭერდა და აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფებს წვრთნიდა

აზერბაიჯანელი და სომეხი მებრძოლების ხელში საბჭოთა მე-4 და მე-7 არმიის იარაღი “ხვდებოდა", რომლებიც, შესაბამისად, აზერბაიჯანსა და სომხეთში იყო განლაგებული. აზერბაიჯანმა რუსული სამხედრო ვერტმფრენი იყიდა, რომელსაც ხოჯალიში ჟურნალისტები უნდა გადაეყვანა, თუმცა ის მეორე სახმედრო ვერტმფრენმა ჩამოაგდო, რომელსაც იმ დროისთვის არც სომხეთი და არც აზერბაიჯანი ფლობდა.

    3. რუსეთი სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის  იარაღის მთავარი მიმწოდებელია

რუსეთი წლების მანძილზე სომხეთს იარაღის შესაძენად დიდი რაოდენობით სესხს აძლევდა. 2016 წელს რუსეთმა სომხეთში ისკანდერის ტიპის სარაკეტო სისტემები განათავსა  და განაცხადა, რომ სომხეთთან ერთად საერთო სამხედრო ძალებს ჩამოაყალიბებს, რომელშიც ერევანთან განთავსებული რუსეთის 102-ე ბაზა და სომხეთის არმიის მე-4 კორპუსი მიიღებს მონაწილეობა. 2017 წელს სოხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის შემთხვევაში რაკეტებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამოიყენებდა

ამავე დროს, რუსეთი აზერბაიჯანსაც სამხედრო შეიარაღებით ამარაგებს. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის 2012-2016 მონაცემების მიხედვით, აზერბაიჯანისთვის იარაღის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი რუსეთია - აზერბაიჯანში იარაღის იმპორტის 69 % რუსეთზე მოდის. რუსეთმა აზერბაიჯანთანაც დაიწყო სამხედრო სფეროში თანამშრომლობა. სამხედრო თანამშრომლობის თემატიკაზე ბაქოს ხშირად სტუმრობს რუსეთის ვიცე-პრემიერი დიმიტრი როგოზინი, რომელიც აზერბაიჯანში იარაღის გაყიდვას და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ლობირებს. 2017 წლის 8 სექტემბერს ბაქოში რუსეთის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვიც იმყოფებოდა, რომელთანაც ილჰამ ალიევმა სამხედრო-ტექნიკური თანამშროლობის შემდგომი განვითარების საკითხები განიხილა. 2020 წელს აზერბაიჯანი უახლესი თაობის  სამხედრო ვერტმფრენის შეძენის შესახებ მოლაპარაკებებს რუსეთთან აწარმოებს

აზერბაიჯანისა და სომხეთის მილიტარიზაცია ზრდის კონფლიქტის გაღვივების რისკებს, რაც 2016 წელს 4 დღიან ომის დროსაც გამოჩნდა, როდესაც მხარეები ერთმანეთს ხელახლა დაუპირიპირდნენ

    4. რუსეთი ეუთოს  მინსკის ჯგუფის ფარგლებში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას აფერხებს

რუსეთი ეუთოს ფარგლებში 1994 წელს შექმნილი მინსკის ჯგუფის ერთ-ერთი თანათავმჯდომარეა, აშშ-სა და საფრანგეთთან ერთად. მინსკის ჯგუფი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატია, რომელიც ყარაბაღის პრობლემის მშვიდობიან მოგვარებაზე მუშაობს. 

მინსკის ჯგუფის მთავარი მიზანი კონფლიქტის მხარეებს შორის მედიაციაა. თუმცა, კონფლიქტში რუსეთის მხარდაჭერა სომხეთის მიმართ, რომელიც კავკასიის რეგიონში მისი ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორი და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების წევრია, რომელიც მის ხელმომწერ ქვეყნებს ერთმანეთის დაცვას ავალდებულებს, მედიაციის პროცესის მიმართ აზერბაიჯანის სკეპტიციზმის მიზეზია.

რუსეთის ხშირად  გაურკვევლობას იწვევს და ხელს უშლის მინსკის ჯგუფის კოორდინებულ მოქმედებას. ის ცალმხრივ შეხვედრებს მართავდა სომეხ და აზერბაიჯანელ მინისტრებთან   და  რეზოლუციის გეგმებს ერთპიროვნულად ადგენდა, რაც ეუთოს მისიას საფრთხეს უქმნიდა და მინსკის ჯგუფს შესაძლებლობას უსპობდა ორივე მხარე მის მიერ შეთავაზებული პირობების მიღებაზე დაეთანხმებინა

რუსეთი ყარაბაღის კონფლიქტს, პოსტსაბჭოთა სივრცეში სსრკ-ს დაშლის შემდეგ წარმოქმნილი სხვა კონფლიქტების (საქართევლო, მოლდოვა) მსგავსად საგარეო პოლიტიკურ ინსტრუმენტად და მეზობლებზე ზეწოლისათვის იყენებს. ის ცდილობს მთავარი მედიატორის როლი მოირგოს, რითაც სამშვიდობო პროცესების მიმართ უნდობლობისა და მისი არაეფექტიანობის მიზეზი ხდება. 


მოამზადა ანა ჩიტალაძემ