Səhhət/biotəhlükəsizlik

გვპირდება თუ არა ბილ გეიტსი დეპოპულაციას და ჩიპიზაციას?

30 Aprel, 2020

29 აპრილს, კრემლისტურმა მედია-პორტალმა „საქართველო და მსოფლიო“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „ბილ გეიტსი ვაქცინებს ადამიანების უნაყოფობისთვისა და მათი გამრავლების უნარის მოსასპობად ქმნის“. “საქართველო და მსოფლიო” ეყრდნობა საინფორმაციო პორტალ “VERELQ”-ის მასალას და აღნიშნავს, რომ ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი და ფილანტროპი ბილ გეიტსი, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნაში, ვაქცინაციის გზით უნაყოფობის გამოწვევასა და მსოფლიოს მოსახლეობის შემცირებას ისაცავს მიზნად. იმის დასადასტურებლად, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემუშავების პროცესში ბილ გეიტსის ჩართვა საფრთხის შემცველია, სტატიაში მოყვანილია მაგალითი გეიტსის 2010 წლის Ted Talk-ზე გამოსვლიდან, სადაც “საქართველო და მსოფლიოს” მტკიცებით, მან განაცხადა, რომ ვაქცინებით მას მოსახლეობის შემცირება სურს.

აღნიშნული სტატია გააზიარა ფეისბუქ გვერდმა “სტალინი” და ასევე გაზიარდა ფეისბუქ ჯგუფებში: კახა კალაძე თბილისის მერი და დავითხოვოთ პარლამენტი.

'

''

'

გარდა ამისა, ნარატივს, თითქოს ბილ გეიტსი კორონავირუსს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, ავრცელებენ ონლაინ მედიები: 2020news, რეზონანსი და ალია. აღნიშნული გამოცემები მიხეილ ცაგარელის განცხადებას ბილ გეიტსის შესახებ 29 აპრილს იდენტური სათაურებით აქვეყნებენ: “მიხეილ ცაგარელის სკანდალური განცხადება - “კორონავირუსის პანდემია ბილ გეიტსმა გაავრცელა და ვაქცინაც აქვს“.

'"

"

ბილ გეიტსზე კონსპირაციის სხვადასხვა თეორიები აქტიურად ზიარდება სოციალუქ ქსელებსა და სხვადასხვა ონლაინ გამოცემებში. მაგალითისთვის, 24 აპრილს ბილ გეიტსის ვაქცინაციის საწინააღმდეგო პოსტი გამოქვეყნდა ფეისბუქ-ჯგუფში STOP 5G GEORGIA!!!, რომელსაც ამ დროისათვის 316 გაზიარება და 220 რეაქცია აქვს. 

მტკიცება, თითქოს ბილ გეიტსი ვაქცინებს ადამიანთა უნაყოფობის გამოწვევის მიზნით ქმნის, სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, ვაქცინაციის მიზანია განვითარებად ქვეყნებში ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება, რაც ბილ გეიტსის თანახმად, ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა. ხოლო სტატიაში მოყვანილი ბილ გეიტსის ციტატა კონტექსტიდან არის ამოვარდნილი. აღსანიშნავია, რომ ამ თემას ასევე ხელოვნურად უკავშირებენ კონსპირაციებს ბილ გეიტსის მიერ კორონავირუსის შექმნისა და მოსახლეობის ჩიპირების შესახებ. 

  • რას გულისხმობს ბილ გეიტსის წინადადება “განახლება ნულისკენ”?

ბილ გეიტსის ჩართულობას კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნაში “საქართველო და მსოფლიო” საფრთხის შემცველად აფასებს და ბილ გეიტსის 2010 წლის საჯარო გამოსვლას უკავშირებს. 2010 წელს Ted Talk-ში გამოსვლისას ბილ გეიტსმა წარმოადგინა წინადადება “განახლება ნულისკენ”, სადაც CO2-ის გამონაბოლქვის შემცირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციამ შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მოსახლეობის რაოდენობის კონტროლის თვალსაზრისით. 

ბილ გეიტსი: “მსოფლიოში დღეს 6,8 მლრდ ადამიანია. ეს რაოდენობა მოიმატებს დაახლოებით 9 მლრდ–მდე. თუ ჩვენ ჩავატარებთ დიდ სამუშაოს ახალი ვაქცინების შესაქმნელად ჯანდაცვაში, რეპროდუქციული ჯანდაცვის სფეროში, ის (მოსახლეობის ზრდის ტემპი ), შესაძლოა, შევამციროთ 10 ან 15 პროცენტით”. 

აღნიშნული ციტატა “საქართველო და მსოფლიომ” კონტექსტის გათვალისწინების გარეშე გამოიყენა და დაასკვნა, რომ ბილ გეიტსი ადამიანების გამრავლების უნარის დაქვეითებას და ამ გზით მოსახლეობის შემცირებას ცდილობს.

რეალურად, “მაიკროსოფტის” დამფუძნებელი საუბრობს არა მოსახლეობის შემცირებაზე, არამედ მისი ზრდის ტემპის შენელებაზე. ამას ასევე ადასტურებენ ცნობილი ფაქტჩეკინგის პლატფორმები PolitiFact და Snopes , რომლებმაც აღნიშნულ თემაზე ყალბი ამბები უკვე გადაამოწმეს. გეიტსი აღნიშნავს, რომ ვაქცინები დიდ მნიშვნელობას ატარებს განვითარებად ქვეყნებში ბავშვთა სიკვდილიანობის შესამცირებლად, რაც თავის მხრივ, ბილ გეიტსის აზრით, შეანელებს მოსახლეობის ზრდას. უფრო კონკრეტულად, ბილ გეიტსი ფიქრობს, რომ როდესაც მეტი ბავშვი გადარჩება, მშობლები გადაწყვეტილებას მიიღებენ ნაკლები ბავშვი ჰყავდეთ. ქალებს ეყოლებათ იმდენი ბავშვი, რომ შეძლონ მათი შენახვა, განათლების მიცემა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რაც არის წინაპირობა სიღარიბის დასაძლევად და ცხოვრების დონის ასამაღლებლად. რაც შეეხება ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის საკითხს, ბილ გეიტსის თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის ზრდის შენელება ასევე შეამცირებს ნახშირორჟანგის გამონაბოლქვებს. შესაბამისად, ვაქცინები არ არის მიმართული მსოფლიოს მოსახლეობის წინააღმდეგ და აღნიშნულზე ბილი და მელინდა გეიტსები 2009 წლიდან საუბრობენ

ამ საკითხს ბილ გეიტსი და მისი მეუღლე მელინდა გეიტსი დეტალურად განმარტავენ 2017 წლის წერილში, სადაც აღნიშნულია, რომ “საჭიროა ბავშვთა და ახალშობილთა სიკვდილის მიზეზების გამოკვლევა, რათა მოიძებნოს მათი პრევენციის ინსტრუმენტები”. ხოლო, მათი განმარტებით, ბავშვთა სიცოცხლის გადარჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ვაქცინაცია.

  • იდენტური დეზინფორმაცია კრემლისტურ მედიაში

ნარატივები, თითქოს ბილ გეიტსი ვაქცინაციის პროგრამებით ადამიანებს კლავს და დეპოპულაციას იწვევს, უკვე წლებია ვრცელდება. ამის შესახებ “საქართველო და მსოფლიოს” რუსულმა ვებ-გვერდმა (“Грузия и мир”) სტატია ჯერ კიდევ 2013 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა.

"

რუსული წყაროებიდან ბილ გეიტსზე კონსპირაციები 2017-2020 წლებში გაავრცელეს: eadaily.com, mnenie.me, tvzvezda.ru, delyagin.ru

'

|"

VERELQ-ის შესახებ

“საქართველო და მსოფლიოს” ბილ გეიტსის ვაქცინაციის შესახებ სტატია გადმოთარგმნილი აქვს ინტერნეტ გამოცემა VERELQ-ის სტატიიდან. აღნიშნულ მედია სომხური გამოცემაა, მას საიტის ბოლოში მითითებული აქვს, რომ დაფუძნებულია ერევანში და ფარავს როგორც სომხეთის მნიშვნელოვან სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითებს, ასევე სომხური დიასპორის როლს და გავლენას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. 

'

Whois Lookup-ის ინფორმაციით, საიტი 2015 წლის 3 თებერვალს არის შექმნილი და მისი IP მისამართი გერმანიაშია.

'

აღსანიშნავია, რომ “VERELQ”-ს აქვს “პარტნიორების სიახლეების” განყოფილება, სადაც პარტნიორებს შორის არის lentainform და СМИ2. მათ ვებ-გვერდზე გადასვლისას კი გვხდება ისეთი კრემლისტური მედიასაშუალებების ახალი ამბები, როგორებიცაა: Russia Today, Sputnik-საქართველო, Tass, tsargrad.tv, Regnum. 

'

"

'


მოამზადა ლუსინე პიჩიკიანმა
მითების დეტექტორის ლაბორატორიის რეგიონული ქსელი