Müxtəlif

როგორ დატოვოთ Facebook ჯგუფები, რომლებშიც თქვენი სურვილის გარეშე გაგაწევრიანეს?

26 Dekabr, 2019

მარკ ცუკერბერგის ინფორმაციით, Facebook-ის ჯგუფებს დღეისათვის 400 მილიონი მომხმარებელი იყენებს.  როგორც ღია, ისე დახურული ჯგუფების მომხმარებლები საქართველოს მოქალაქეებიც არიან. გარდა იმისა, რომ სხვადასხვა ჯგუფებში გამოქვეყნებული ინფორმაცია ჩვენი სიახლეების ველს ტვირთავს, გარკვეულ ჯგუფებს ხშირად დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ.  

2019 წლის იანვრამდე Facebook შესაძლებლობას აძლევდა ჯგუფების ადმინისტრატორებსა და წევრებს, ადამიანები ჯგუფებში მათი ნების საწინააღმდეგოდ გაეწევრიანებინათ. თუმცა, იანვრიდან ეს წესი შეიცვალა და მომხმარებლის ჯგუფებში დამატება მხოლოდ მოსაწვევის მეშვეობითაა შესაძლებელი. მიუხედავად ამისა,  მოსაწვევის მიღებისთანავე თქვენ ამ ჯგუფის გამომწერი ანუ Follower ხდებით და გამოქვეყნებული სიახლეები თქვენს საინფორმაციო ველშიც გამოჩნდება. ამასთანავე, შესაძლოა, ბევრ ჯგუფში ადრე ისე გაგაწევრიანეს, რომ ამის შესახებ ინფორმირებულიც არ ხართ.

12


როგორ უნდა მოიქცეთ ჯგუფში გაწევრიანებამდე?

ვიდრე ჯგუფში გაწევრიანდებით, თვალი გადაავლეთ მასში გამოქვეყნებულ მასალებს. ნუ მოგატყუებთ ჯგუფების, ერთი შეხედვით, ნეიტრალური ან პოზიტიური დასახელებები, მაგალითად “ბედნიერება”, “სიკეთე”, “ქვეყნის პოზიტივი”, “ნაღდი ქართველები”, “ სიყვარული”, და ა.შ. ხშირად ამგავრ ჯგუფებში არამხოლოდ ყალბ ინფორმაციას, არამედ კლიკბაიტებსაც ავრცელებენ, ხოლო უცხო ბმულებზე დაწკაპუნებამ შესაძლოა, თქვენი კომპიუტერის ან მობილურის დავირუსება გამოიწვიოს. 

თუ გადაწყვეტთ, რომ ჯგუფში გაწევრიანება და მისი სიახლეების ხილვა საინფორმაციო ველში  არ გსურთ, ეწვიეთ ჯგუფის მთავარ გვერდს და დააჭირეთ ღილაკს “უარყოფა” (Decline). ადამიანი, რომელმაც ჯგუფში დაგპატიჟათ, ვერ გაიგებს თქვენს მიერ მოსაწვევის უარყოფის შესახებ.

სამომავლოდ ამავე ჯგუფში გაწევრიანების მოწვევა თავიდან რომ აიცილოთ, მონიშნეთ “Prevent members from adding or inviting you again.”

"


1234


როგორ გაიგოთ, რომელ ჯგუფებში ხართ გაწევრიანებული?

თუ გაინტერესებთ, რომელ ჯგუფებში ხართ გაწევრიანებული და ფეისბუკის დესკტოპ ვერსიას იყენებთ, მენიუს მარცხენა ველში მოძებნეთ “დათვალიერება” (Explore) და დააწკაპუნეთ ღილაკს  “ჯგუფები” (Groups).

"

მობილური აპლიკაციისთვის დაკლიკეთ ფოტოზე წითლად მონიშნულ სიმბოლოს.

|


როგორ უნდა დატოვოთ Facebook ჯგუფი?

345


გზამკვლევი დესკტოპ ვერსიისათვის

  • ეწვიეთ არასასურველი ჯგუფის მთავარ გვერდს 
  • იპოვეთ ღილაკი “წევრი” (Joined)
  • ჩამოშალეთ და დააწკაპუნეთ ღილაკს “ჯგუფის დატოვება” (Leave the group).

"

სამომავლოდ რომ აიცილოთ თავიდან ამავე ჯგუფში მოხვედრა, მონიშნეთ ველი “Prevent other memebrs from adding you back to this group.”

789


გზამკვლევი მობილური ვერსიისათვის

თუ ფეისბუკის მობილურ ვერსიას იყენებთ:

  •  გადადით თქვენთვის არასასურველი ჯგუფის მთავარ გვერდზე
  •  ზედა მარჯვენა კუთხეში დააწკაპუნეთ მრავალწერტილზე
  •  მონიშნეთ “Leave group”
  • აპლიკაცია დააზუსტებს, ნამდვილად გსურთ თუ არა ჯგუფის დატოვება, რის შემდეგადაც კიდევ ერთხელ უნდა მონიშნოთ “Leave group”

თუ ფეისბუკის მობილურ ვერსიას იყენებთ:

  1.  გადადით თქვენთვის არასასურველი ჯგუფის მთავარ გვერდზე
  2.  ზედა მარჯვენა კუთხეში დააწკაპუნეთ მრავალწერტილზე
  3.  მონიშნეთ “Leave group”
  4. აპლიკაცია დააზუსტებს, ნამდვილად გსურთ თუ არა ჯგუფის დატოვება, რის შემდეგადაც კიდევ ერთხელ უნდა მონიშნოთ “Leave group”