Siyasət

კრემლისტური მედიის მტკიცებით, მოლდოვის მედია ფორუმზე რევოლუციური სცენარები განიხილეს

8 Noyabr, 2019

Polygraph info-ს მასალის მიხედვით

28 ოქტომბერს Sputnik Moldova-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით “CampСamp2019 მოლდოვაში: როგორ მუშაობს გადატრიალებების ქარხანა” (CampСamp2019 в Молдове: как работает фабрика переворотов). სტატიის მიხედვით, მოლდოვის დედაქალაქში გაიმართა სამოქალაქო აქტივისტების ფორუმი, რომელმაც 15 ქვეყნის წარმომადგნელებს უმასპინძლა. სტატიის ავტორი ალექსანდრ ისაევი აღნიშნავს, რომ 24-27 ოქტომბერს აშშ-ის დაფინანსებული, კიშინოვში ჩატარებული კონფერენცია მკაცრად გასაიდუმლოებულ გარემოში მიმდინარეობდა, რადგან მონაწილეები ერთმანეთს ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლისა და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის შესახებ გამოცდილებას უზიარებდნენ. 

1 ნოემბერს CampСamp2019-ის ფორუმზე სტატია კრემლის ქართულმა სატელიტმა “საქართველო და მსოფლიომაც” გამოაქვეყნა და მას რევოლუციური იდეების გაცვლის ღონისძება უწოდა.

""

Sputnik Moldova-ს მტკიცება, თითქოს კიშინოვში კონფერენციაზე სამოქალაქო ატივისტები რევოლუციების მოსაწყობად და რუსეთთან საბრძოლველად საიდუმლოდ შეიკრიბნენ, რეალობას აცდენილია. სინამდვილეში ფორუმზე ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მონაცემების გამოყენება, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები, მშვიდობიანი აქციების მოწყობა და სამოქალაქო აქტივიზმის სხვა საკითხები. ღონისძიების შესახებ ინფორმაცია დღის წესრიგთან, სპონსორებთან და მომხსენებლების პრეზენტაციებთან ერთად ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალურ მედიაში.

რა ეხებოდა CampСamp2019-ის ფორუმი?

CampСamp2019-ის სამუშაო თემების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი. დღის წესრიგის მიხედვით, ფორუმში მონაწილეობდა 30 მომხსენებელი, რომელიც სხვადასხვა სფეროს ექსპერტს წარმოადგენდა, მათ შორის მედიის, სამოქალაქო აქტივიზმის, მარკეტინგისა და რეკლამის. რაც შეეხება ფორუმის შინაარსს, რეჟიმის ცვლილებაზე ან სახელმწიფო გადატრიალების ინსტრუქციებზე საუბარი კონფერენციაზე არ ყოფილა. დღის წესრიგში, რომელიც ოფიციალურ ვებ-გვერდზე დევს აღნიშნული იყო ისეთი თემები, როგორიცაა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მონაცემების გამოყენება, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები, მშვიდობიანი აქციების მოწყობა და სამოქალაქო აქტივიზმის სხვა საკითხები. ერთადერთი რაც საჯაროდ არ იყო ხელმისაწვდომი, ეს ჩატარების ადგილია, რომელიც ფორუმის მონაწილეებს პირადად გაეგზავნათ.

კონფერენცია Prague Civil Society Center-ის ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც “ჩვენს შესახებ” განყოფილებაში მითითებული აქვს დონორების სია. დონორთა შორის, აშშ-ის გარდა, რომელზეც  სპუტნიკის ავტორი ამახვილებს ყურადღებას, ასევე არიან შვედეთი, ჩეხეთი, გაერთიანებული სამეფო, ევროსაბჭო და სხვა.

სპუტნიკის ავტორის თქმით, ღონისძიების მთავარი პროპაგანდისტები იყვნენ რადიო თავისუფლების უკრაინელი რეპორტიორი ვლად კრილევსკი, ჟურნალისტი ლინა გორალიკი და ლონდონის ხელოვნების გალერეის დირექტორი კრისტინა ვაზოვსკი. ამ უკანასკნელის მოხსენება ეხებოდა პოდკასტებსა და ვიდეო ბლოგებს. გორალიკმა ისაუბრა ქალების მხარდამჭერი რეკლამების დადებით მხარეებსა და საფრთხეებზე, ხოლო კრილევსკიმ მონაწილეებს სოციალური ქსელებისთვის ვიდეოს შექმნა ასწავლა.

კიდევ რომელმა წყაროებმა გააშუქეს CampСamp2019-ის ფორუმი მანიპულაციურად?

Sputnik-Moldova-ს შემდეგ, 29 ოქტომბერს CampСamp2019-ის შესახებ მანიპულაციური სტატია გამოაქვეყნეს სპუტნიკ საქართველომ და ანალიტიკურმა პორტალმა  Фонд стратегической культуры. ასევე, 30 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე პერიოდში CampСamp2019 ფორუმთან დაკავშირებით პუბლიკაციებს იდენტური სათაურით “ვასწავლით მაიდანის ჩატარებას, კვება თქვენზეა”. აშშ ფერადი რევოლუციების რწმენას კარგავს” ("Учим майданить, еда за свой счет". США теряют веру в цветные революции”) კრემლის ცნობილი მედია გამოცემები риа новости, Sputnik Latvia და Sputnk Abkhazia აზიარებდნენ.

""

""

"