QHT

მითი, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციები უცხო ქვეყნების დაქირავებული აგენტები არიან და საკუთარ ქვეყანას ებრძვიან, უსაფუძვლოა

19 Oktyabr, 2015

თამარ ხორბლაძე

გარკვეული დაინტერესებული ჯგუფები და მედიის ნაწილი აქტიურად ამკვიდრებს აზრს იმის შესახებ, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციები უცხო ქვეყნების დაქირავებული აგენტები არიან და მათი ქმედებები საკუთარი ქვეყნის და ტრადიციების წინააღმდეგ არის მიმართული.

რეალურად არასამთავრობო ორგანიზაცია წარმოადგენს გაერთიანებას, რომელიც არც მთავრობის ნაწილია და არც მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა. მიზანი, რომელიც არასამთავრობოში გაწევრიანებულ ადამიანებს აერთიანებთ, შესაძლოა, განსხვავებული იყოს: უფრო ფართო - მაგალითად ისეთი, როგორიცაა დემოკრატიული ცვლილებების მიღწევა, სამართლიანი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვა, სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფა, მედიის განვითარებისა და დამოკიდებლობის ხელშეწყობა, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის და ა.შ. მიზანი შეიძლება უფრო კონკრეტულიც იყოს - მაგალითად თბილისის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, საგზაო მოძრაობის წესებისადმი პატივისცემის დამკვიდრება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის ან სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის სხვადასხვა სერვისის მიწოდება და მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრირება.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამ მიზნებს საქართველოში სხვადასხვა გზით აღწევენ:

მონიტორნგი და ხელისუფლების საქმიანობის კონტროლი ანუ ვოჩ-დოგური (ანუ მოდარაჯე ძაღლის) საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა. არასამთავრობოები მეთვალყურეობას უწევენ ხელისუფლებას და ინფორმაციას აწვიდან საზოგადოებას, რათა მოთოკონდა გააწონასწორონ ისინი, ვინც ძალაუფლების ბერკეტებს ფლობენ.

მაგალითად, ალბათ ბევრს ახსოვს საზოგადოებრივი კამპანია ეს შენ გეხება. კამპანია 2012 წლისთებერვალში არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციებმა ერთად წამოიწყეს. თავდაპირველი მიზანიმოქალაქეთა აქტიური მონაწილეობით და ჩართულობით საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა დაკონკურენტუნარიანი, ამომრჩევლებისათვის მისაღები წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებისხელშეწყობა იყო. 2012 წლის მარტში მას ახალი მიზანი - ფარული მოსმენების წინააღმდეგ ბრძოლა დაემატა. კამპანია ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ აქტიურად აიტაცა მაშინდელმა მედიამ. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, კამპანიის მიზანი აღკვეთილიყო ფარული მოსმენების პრაქტიკა, უცვლელი დარჩა, რადგან დარჩა პრობლემა. მსგავსი კამპანიის შედეგი იყო, მაგალითად, ე.წ. მასთ ქერის მიღწევა, რომლის შედეგადაც ყველა საკაბელო არხი ვალდებული გახდა, ყველა ლიცენზირებული ტელევიზიისთვის დაეთმო ეთერი, რამაც მოსახლეობას თავისუფალი ინფორმაციის არჩევანი გაუზარდა.

საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა 2012 წლის შემდეგ ხელისუფლების მიერ მიღებული მაღალი პრემიების თემა. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პრემიების გაცემის მასშტაბისა და გაცემის წესის შესახებ არაერთი დასკვნა (ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, IDFI და სხვები) შედეგად საჯარო სექტორში პრემიების გაცემის ახალი წესის შემუშავებით დასრულდა.

სერიოზული გამოხმაურება ჰქონდა, მაგალითად, წელს არასამთავრობო ორგანიზაცია მედიის განვითარების ფონდის კვლევას, რომელიც ხელისუფლებას სიძულვილის გამაღვივებეული მედიის დაფინანსებაში ამხელდა. ამ კვლევას ხელისუფლების რეაგირების გარეშე არ ჩაუვლია და თავის მართლების მცდელობა მოჰყვა. რამდენად აისახება კვლევის შედეგები ხელისუფლების ქმედებაზე, ამას შემდგომი მონიტორინგი გვაჩვენებს;

ადვოკატირების ფუნქცია და სასამართლოს გზით ცვლილებების მიღწევის მცდელობა ასევე ერთ-ერთ ფუნქციაა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები კანონმდებლობის სხვადასხვა ნორმების ლობირებისა და საბოლოო ჯამში ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით მიმართავენ:

მაგალითად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების სანებართვო სისტემა შეცვალა შეტყობინების სისტემით და ადამიანების მიერ საკუთრი ნების გამოხატვა უფრო დაცული უფლება გახდა; 2014 წელს სასკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნოქმედუუნარობის მანამდე არსებული დისკრიმინაციული მოდელი და ქმედუუნარო პირის ქორწინებისუფლებაზე დადგენილი აბსოლუტური აკრძალვა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიღწეული წარმატებებიდან, მაგალითად, შეიძლება გავიხსენოთ 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება, როცა საიას საჩივრის საფუძველზე მიღებულიადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა ღონისძიებები, რომლითაც საბჭოთა რეპრესების მსხვერპლ საქართველოს ათასობით მოქალაქესდა მათი პირველი რიგის მემკვიდრეებს განცდილი ტანჯვისა და დანაკლისისთვის კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა მიეცათ. ახლა ორგანიზაცია ახალ სარჩელს ამზადებს, რომ კომპენსაცია კიდევ უფრო ადეკვატური იყოს.

მნიშვნელოვანი იყო მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილება ორგანიზაცია იდენტობის სარჩელის საფუძველზე. სარჩელზე "იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ"სასამართლომ მიიჩნია, რომ „ხელისუფლებასუნდა სცოდნოდა იმ რისკების შესახებ, რომელიც 17 მაისს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ არსებობდა, შესაბამისად მათ ჰქონდათ ვალდებულება აქციის მონაწილეები ადეკვატური დაცვა უზრუნველეყოთ". ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ თავისუფალი აზრის გამოხატვის და აქციის მონაწილე ადამიანების უსართხოების უზრუნველყოფა პირველ რიგში ხელისუფლების ვალდებულებაა და ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც საკუთარი აზრის გამოხატვას შეეცდება ქუჩაში, მნიშვნელოვანი გახლავთ.

თავისუფალი ბაზრის უზრუნველყოფას ემსახურებოდა მაგალითად გადაზიდვების სფეროში მონოპოლიასთან ბრძოლა, რომელშიც ჩართული იყო ორგანიზაცია სასაერთაშორისო გამჭვირვალობა - ქართველო. დასკვნებისა და დისკუსიების ჩატარების გარდა, ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაშიც დაეხმარა გადამზიდავებს და ფინანსთა მინისტრის ბრძანების გაუქმებასაც მიაღწია.

საჯარო ინფორმაციის მეტ გამჭვირვალობას ემსახურებოდა მედიის განვითარების ფონდის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში - ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წინააღმდეგ მოგებული პრეცედენტული საქმე, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გაიზიარა მოსარჩლე მხარის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ სააგენტო თავისი ფუნქციებით საჯარო სამართლის უფლებამოსილების მატარებელია, რაც მას საჯარო ინფორმაციის გაცემას ავალდებულებს.

ნარკომომხმარებელთა უფლებების დაცვას ემსახურება ადამიანის უფლებების სწავლებისა დამონიტორინგის ცენტრის  (EMC) სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც ამჟამადაც განხილვის პროცესშია და სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს ნარკოტიკების შეძენა/შენახვაზე.

2015 წლის სექტემბერში საქართველოში არსებულმა 8 რელიგიურმა ორგანიზაციამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, საქართველოს კანონმდებლობაში არსებული იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლებიც რელიგიურ უმცირესობათა გაერთიანებებისთვის საგადასახადო სფეროში უთანასწორო და დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის. რელიგიური ორგანიზაციების ინტერესებს სასამართლოში დაიცავს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტი.

იურიდიული კონსულტაციითა და უფასო ადვოკატით უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების ლობირება სხვადასხვა უწყების წინაშე მათთვის, ვისაც ამის საშუალება არ აქვს, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა. სტატისტიკა ამ თვალსაზრისით საკმაოდ შთამბეჭდავია:

მაგალითად, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ  2011 წლიდან დღემდე 1762 ადამიანს გაუწია უფასო იურიდიული კონსულტაცია; სასამართლო წარმომადგენლობა განახორციელა 507 საქმეზე; წარმატებულად დაასრულა 245 საქმე; მორიგებით დაასრულა 31 საქმე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას არსებობის 21 წლის მანძილზე მილიონამდე ადამიანისთვის აქვს გაწეული იურიდიული კონსულტაცია; მომზადებული აქვს 70 000-ზე მეტი სამართლებრივი დოკუმენტი (განცხადება, საჩივარი, სარჩელი); ნაწარმოები აქვს 7 000-მდე საადვოკატო საქმე საერთო სასამართლოში და აქედან 2 500-მდე საქმე წარმატებით აქვს დამთავრებული; 135 საჩივარი შევიდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საიდანაც 8 საჩივრის განხილვა დასრულდა წარმატებით; საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი 30 სარჩელიდან 17 სარჩელის განხილვა დასრულდა წარმატებით;

კონსტიტუციის 42-ე მუხლი უკვე 18 წელზე მეტია ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობს. გასული ორი წლის განმავლობაში ორგანიზაციამ უფასო იურიდიული დახმარება 538 ადამიანს გაუწია, განახორციელა 400 - სტრატეგიული სამართალწაროება. ორგანიზაციის ადვოკატებმა 26 საქმეზე წარმოადგინეს დაზარალებულების ინტერესები სასამართლოში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს. ამას გარდა საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს სხვადასხვა სტრუქტურების წინაშე წარმოადგენს. ამ საქმიანობის შედეგი იყო მაგალითად ის, რომ სტიქიით დაზარალებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ დუშეთის რაიონის სოფელ ვეძათხევში მუდმივად მცხოვრები 6 ოჯახისა და სოფელ ოქრუანში მცხოვრები ერთი ოჯახის ალტერნატიული საცხოვრებლით დაკმაყოფილების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. ორგანიზაციის სამართლებრივი დახმარების საფუძველზე წერეთლის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაში ქუჩში მცხოვრება კოკაიების ოჯახმა საცხოვრისისათვის აუცილებელი ქირის მიღება შეძლო.

არასამთავრობო ორგანიზაცია არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობამ  ბოლო ერთი წლის განმავლობაში - 2015 წლის იანვრიდან დღემდე აწარმოა 49 საქმე. აქედან წარმოება 12 საქმეზე დაასრულა.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად, მემორანდუმის ფარგლებში სთავაზობს უფასო იურიდიულ კონსულტაციას რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი უმცირესობების წარმომადგენლებს. 2015 წლის განმავლობაში დახმარება გაუწიეს მუსლიმური და გერმანული თემის წარმომადგენლებს.

სხვადასხვა სერვისის მიწოდება კიდევ ერთი გზაა იმისთვის, რომ დონორების მიღებული ფული მოსახლეობის კეთილდღეობასა და საჭიროებებზე პირდაპირ აისახოს:

მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას მხოლოდ ერთი პროექტის ,,ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს საბერძნეთსა და თურქეთში" ფარგლებში უფასო კონსულტაცია მიიღო 1137 ადამიანმა. არასრულწლოვანი პრობაციონერების მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია მედიის და არასამთავრობოების გარდა, ქვემო ქართლში და სამცხე ჯავახეთში მცხოვრებ 167 არასრულწლოვანი პრობაციონერს დაეხმარა;

საინტერესო მაგალითია მედიის განვითარების ფონდის „ტოლერანტობის სკოლა", რომლის ფარგლებშიც გასულ წელს თბილისის უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს კომუნიკაციის აწყობის, ქართული ენის უკეთ გამოყენების, ახალი მედიის უნარების ათვისების და საკუთარი შესაძლებლობების კონკურსებში გამოცდის საშუალება მიეცათ.

არასამთავრობო ორგანიზაციის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ძირითადი მიმართულება სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენაა. თუმცა ორგანიზაცია სხვადასხვა სერვისის მიწოდებასაც ახორციელებს: ბოლო წლების განმავლობაში ცენტრმა საქართველოს 4 რეგიონში მცირე ბიზნესის 120-მდე წარმომადგენელს ჩაუტარა ტრენინგები და კონსულტაციები საგადასახადო კოდექსის თემაზე; 80 ქალ ბიზნესმენს შეასწავლა პროექტების წერა და 4 მათგანს დაეხმარა ბიზნესის დაწყებაში; საქართველოს 10 რეგიონულ ტელევიზიას დააყენებინა ელექტროული საბუღალტრო აღრიცხვა; მუდმივად აქვს სატელეფონო კონსულტაციები მათთვის, ვისაც სახელმწიფო ან არასახელმწიფო ბიზნეს-პროექტების შედგენა სურს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში 200-ზე მეტ მოქალაქეს გაუწია კონსულტაცია; 20 პირს დაეხმარა საჯარო ინფორმაციის მიღებაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდს ამ დრომდე ჰყავს 4000-მდე კურსდამთავრებული; 1 500-მდე სკოლის მოსწავლე საკვირაო სკოლის ფარგლებში. 260-ზე მეტი მკითხველი სარგებლობს საიას ყოველთვიური ბიბლიოთეკით. ამასთანავე 1 000-მდე სტუდენტს გავლილი აქვს სტაჟირება საიას იურიდიული დახმარების ცენტრებში.

არასამთავრობო ორგანიზაციას კავშირი საფარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციას სთავაზობს. საერთაშორისო ცენტრი ემპათია წამების და ძალადობის მსხვერპლებს უფასოდ მკურნალობას და რეაბილტაციას უტარებს და ა.შ.

ეს მხოლოდ ნაწილია იმ საქმიანობის, რომელსაც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო დონორების დაფინანსებით ეწევიან. მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია საზოგადოების ინფორმირებაა, რათა სწორედ საზოგადოებამ, არასამთავრობოთა დახმარებით, გააკონტროლოს ხელისუფლება და აიძულოს შეძლებისდაგვარად მოაგვაროს პრობლემები, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე წამოიჭრება და ზოგ შემთხვევაში თავადაც შეავსოს ვაკუუმი, (მაგალითად სერვისების, სასწავლო კურსების და ა.შ.), რასაც სახელმწიფო ვერ ან არ უზრუნველყოფს. არასამთავრობო არგანიზაციებს ამ მიზნების განხორციელებაში, როგორც წესი, საერთაშორისო დონორები, ისეთები, როგორიც არიან ფონდი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო - USAID, გაეროს განვითარების პროგრამა - UNDP, შვედეთის განვითარების სააგენტო - Sida, ევროკავშირი, ეუთო; სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები და საერთაშორისო და ადგილობრივი ფონდები, როგორიცაა ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის - NED; ღია საზოგადოება-საქართველო (სოროსის ფონდი); ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და სხვები ეხმარებიან. აღნიშნული ფონდების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიზანი კი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა, სამოქალაქო სექტორის გაძლიერება და ადამიანის უფლებების დაცვაა. ამ საქმიანობის საფუძველი კი გამჭვირვალეობის მაღალი სტანდარტი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებაა.