Müxtəlif

პროტესტი კორიდას რუსულ ფოტომანიპულაციაში

23 Mart, 2016

ვებ-პორტალი Russia Lies ინფორმაციით, ე.წ ნოვოროსიის დახმარების კოორდინაციის ცენტრმა გაავრცელა ფოტო, რომელზეც თითქოს უკრაინაში ძალადობრივად მოკლული ქალია გამოსახული. ფოტოზე ხელდასისხლიანებული ქალბატონი იყო გამოსახული. ფოტოს თან ერთვოდა რუსულენოვანი წარწერა: „თუ ჩვენ დღეს ამას არ შევაჩერებთ ნოვოროსიაში, ხვალ ჩვენთანაც იგივე გველოდება".

ფოტოს გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ სინამდვილეში მასზე გამოსახულია ქალი, რომელიც 2013 წელს ესპანეთში ხარების ბრძოლას, კორიდას სიმბოლურად დასისხლიანებული ხელით აპროტესტებდა.

ნოვოროსიის დახმარების კოორდინაციის ცენტრი პრო-რუს სეპარატისტებს სამხედრო, ფინანსური და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფს.