მეთოდოლოგია

“მითების დეტექტორი”  მედიით გამოვლენილი ყალბი ინფორმაციის გადამოწმებას ღია წყაროებით ახდენს. მკვლევარები მუშაობის პროცესში ვებ-გვერდის ქცევის კოდექსითა და წინამდებარე მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობენ.

“მითების დეტექტორის” ქცევის კოდექსი 7 ფუნდამენტურ პრინციპს ეფუძნება. ესენია: 1. სიზუსტე. 2. მიუკერძოებლობა; 3. წყაროების გამჭვირვალობა; 4. მეთოდოლგიის გამჭვირვალობა; 5. შესწორების უფლება; 7. დისკრიმინაციის დაუშვებლობა; 8. ორგანიზაციისა და დაფინანსების გამჭვირვალობა.

ფაქტების გადამოწმების პროცესი 4 ეტაპს მოიცავს:

  1. შერჩევა
  2. ფაქტების გადამოწმება
  3. შეფასება
  4. წყაროს შესახებ ინფორმაციის მოძიება

           1. შერჩევა. მედიის განვითარების ფონდის მონიტორინგის გუნდი ყოველდღიურად ახორციელებს ქართულენოვანი ტელე, ონლაინ, ბეჭდური და სოციალური მედიის, ასევე რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფუძნებული მედია საშუალებების (Sputnik-საქართველო, Sputnik-ოსეთი, Sputnik-აფხაზეთი) მონიტორინგს. დაკვირვება ხდება როგორც ყალბ ინფორმაციაზე, ასევე ანტიდასავლურ გზავნილებსა და სიძულვილის ენაზე. გარდა მედია მონიტორინგისა, “მითების დეტექტორის” მკითხველს აქვს შესაძლებლობა სავარაუდო ყალბი შინაარსის მასალა, როგორც ვებ-გვერდის სპეციალური სექციის “გამოაგზავნე Fake”, ასევე ფეისბუკ გვერდის მეშვეობით გამოაგზავნოს.

“მითების დეტექტორის” მორიგე რედაქტორი ყოველდღიურად ახდენს მონიტორინგის მონაცემთა ბაზიდან ისეთი მასალის შერჩევას, რომელიც პოტენციურად დეზინფორმაცია ან მანიპულირებადი შინაარსის შეიძლება იყოს. “მითების დეტექტორის” სარედაქციო კოლეგია მედია მონიტორინგისა და შემოსულ მასალებზე დაყრდნობით გადასამოწმებელ ფაქტებს შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით არჩევს:

  • რამდენად გადამოწმებადია მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია/წყაროს მიერ გაკეთებული განცხადება? არის ეს ფაქტი თუ მოსაზრება, პროგნოზი, ჰიპოთეზა?
  • შესაძლოა თუ არა ფაქტების მანიპულირებას ჰქონდეს ადგილი? ხომ არა გვაქვს საქმე ნახევრად სიმართლესთან და ფაქტების სელექციურ შერჩევასთან?
  • რამდენად არსებითია შეცდომა?
  • რამდენად სანდო რეპუტაცია აქვს წყაროს?
  • გავრცელებულა თუ არა ადრე მსგავსი შინაარსის დეზინფორმაცია და შესაძლოა თუ არა მასალა/განცხადება კოორდინირებული და მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი იყოს?
  • რამდენად აქვს მასალას საინფორმაციო ღირებულება?

       2. ფაქტების გადამოწმება. ფაქტების გადამოწმება “მითების დეტექტორი” ღია წყაროებზე დაყრდნობით ახდენს. 

პირველი ეტაპზე ხდება იმის დადგენა, რამდენად დაბალანსებულია სტატია და რომელი წყაროა გამოტოვებული მასალაში, ხდება დამოუკიდებელი, სანდო წყაროს მოძიება ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. ხდება იმის გარკვევა, გამოქვეყნდა თუ არა მსგავის ინფორმაცია სხვა, სანდო რეპუტაციის მქონე მედიაში.

“მითების დეტექტორი” გადამოწმების პროცესში მედიის განვითარების ფონდის მედია და ინფორმაციული წიგნიერების შემდეგ გზამკვლევევბს იყენებს:

     3. შეფასება. ფაქტების გადამოწმების შედეგების საფუძველზე მკვლევარი ახდენს შეფასებას, თუ რა ტიპის დარღვევასთან გვაქვს საქმე:

  • დეზინფორმაცია - ფაქტები გაყალბებულია ან გამოგონილია; სატირული ამბავი როგორც რეალური ინფორმაციაა მოწოდებული.
  • მანიპულაცია - ნახევრად სიმართლეა, კონტექსტი შეცვლილია, სათაური და შინაარსი/ვიზუალი შეუსაბამოა.

გარკვეულ შემთხვევებში ასევე ხდება იმის შეფასება, თუ პროპაგანდის რა მეთოდია გამოყენებული სადავო მასალაში/განცხადებაში.

     4. წყაროს შესახებ. იმ შემთხვევაში, როცა წყარო სისტემატურად ავრცელებს ყალბ ამბებს ან საქმე გვაქვს ახალშექმნილ მედია საშუალებასთან, რომლის რეალური მფლობელი შეიძლება დაფარული იყოს, მკვლევარი დამატებით ეძებს ინფორმაციას წყაროს შესახებ. მედიის შემთხვევაში ეს არის მფლობელების და დაფინანსების შესახებ ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელიც ღია წყაროებზე  დაყრდნობით გამჭვირვალობის შესახებ გზამკვლევის მიხედვით მოწმდება.

სტატიის მომზადებისას მკვლევარები ხელმძღვანელობენ სტილის გზამკვლევით. სტატიის გამოქვეყნება ხდება რედაქტორის მიერ გადამოწმების შემდეგ.

ტროლების იდენტიფიცირება

ტროლის გამოვლენა ღია წყაროებე და პირველ რიგში, თავად საეჭვო პროფილის ღია მონაცემებზე დაყრდნობით ხდება. ტროლების მონიტორინგი ძირითადად სოციალური ქსელის პროფილის ანალიზს ეფუძნება და შემდეგ ასპექტებს მოიცავს: 1. პროფილის “ჩემს შესახებ” სექცია, პირადი ფოტოები და ვიდეოები, 2. საჯარო კომენტარები, პოსტები და ქცევა საინფორმაციო სიახლეების ველში. 

იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, თუ რამდენად რეალურია სოციალური ქსელის პროფილი, დამატებით ვიყენებთ ღია წყაროებით პიროვნების დადგენის საძიებო სისტემებს, როგორიცაა Webmii.com, Pipl. com, People.yandex.ru

იმ შემთხვევაში, თუ ტროლების სხვის ვიზუალს იპარავენ, რათა თავიანთი იდენტობა უფრო რეალური და დამაჯერებელი გახადონ, ვიყენებთ ფოტოების გადამოწმების რესურსებს, როგორიცაა:  images.google.com, Tineye.com, yandex.com/images, Baidu.com.  

შესწორება

ყველას აქვს შესაძლებლობა, მიმართოს “მითების დეტექტორს”, თუ თვლის, რომ ჩვენს მიერ გადამოწმებული ინფორმაცია არაზუსტია და წარმოადგინოს შესაბამისი კონტრარგუმენტები. ამისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა მოგვწეროს (info@mdfgeorgia.ge) ან შეავსოს საჩივრის აპლიკაცია.