3 გამოგონილი ამბავი, რომელიც აქციების დემონიზებას ისახავს მიზნად

28 İyun, 2019

2019 წლის 22 ივნისს ფეისბუქ მომხმარებელმა მაკა იმერლიშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის კარფურის მარკეტში რუსეთის ორ მოქალაქეზე ფიზიკურ თავდასხმაზე საუბრობს. აღნიშნულ პოსტს ავტორი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების კონტექსტში აქვეყნებს და მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საპროტესტო აქციების მონაწილეებს მიაწერს. მაკა იმერლიშვილის პოსტი ერთ წყაროზე დაყრდნობით გადამოწმების გარეშე ონლაინ სააგენტო progressnews.ge-მ გადაბეჭდა

sur 1

გარდა ამისა, progressnews-ს 19-24 ივნისის პერიოდში საპროტესტო აქციების პარალელურად სოციალური ქსელიდან აღებული კიდევ ორი დეზინფორმაცია გადამოწმების გარეშე აქვს გამოქვეყნებული:

  1. 19 ივნისს პროგრესნიუსმა გამოაქვეყნა “ქართული მარშის” ლიდერის სანდრო ბრეგაძის ფოტო და პოსტი, თითქოს თბილისის აეროპორტში “გეების ზონდერ-ჯგუფი” ჩამოვიდა.
     
  2. 24 ივნისს პროგრესნიუსმა ასევე გადამოწმების გარეშე სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებული ინფორმაცია გამოაქვეყნა, თითქოს ავსტრიელმა მომღერალმა კონჩიტა ვურსტმა რუსეთში 2019 წელს დაგეგმილი კონცერტები საქართველოს მხარდაჭერის მიზნით გააუქმა.

SUR1234677

პროგრესნიუსმა სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებული ინფორმაციები გადამოწმების გარეშე გამოაქვეყნა, რომელთაგანაც ყველა დეზინფორმაციაა. 1. კარფურში რუსეთის მოქალაქეებზე ფიზიკურ თავდასხმას შინაგან საქმეთა სამინისტრო და კარფური არ ადასტურებენ. 2. თბილისის აეროპორტზე სანდრო ბრეგაძის გავრცელებული ფოტო მანიპულაციურია და რეალურად 2008 წელს მადრიდის პრაიდზეა გადაღებული. 3. კონჩიტა ვურსტს რუსეთში კონცერტები საერთოდ არ ჰქონია დაგეგმილი. აღნიშნული დეზინფორმაციები ერთი მხრივ საპროტესტო აქციების მონაწილეების, მეორე მხრივ აქციებამდე დაგეგმილი პრაიდის დისკრედიტაციას ემსახურება, თითქოს მომიტინგეები მხოლოდ ლგბტ თემის წევრები და რუსოფობები არიან.


დეზინფორმაცია N1: კარფურში რუსეთის ორ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით “მითების დეტექტორი” შინაგან საქმეთა სამინისტროს და კარფურის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გვიპასუხა, რომ მსგავსი ფაქტი არ დასტურდება და გავრცელებული ინფორმაცია სავარაუდოდ “ფეიქ ნიუსია”. რაც შეეხება კარფურს, გავრცელებული ინფორმაცია არც მათ დაგვიდასტურეს.


კარფური: “არც რუსს, არც ჩინელს, არც ფრანგს და ასე შემდეგ ცხოვრებაში არავინ გასწორებია ჩვენს მაღაზიაში. არასდროს ჩვენი კომპანიის ისტორიაში არ მომხდარა მსგავსი ფაქტი და არც მოხდება არასოდეს."


დეზინფორმაცია და ფოტომანიპულაცია N2: თბილისის აეროპორტში “გეების ზონდერ-ჯგუფი” ჩამოიყვანეს

სანდრო ბრეგაძეზე დაყრდნობით პროგრესნიუსზე გავრცელებული ინფორმაცია და ფოტო, თითქოს თბილისის აერტოპორტში “გეების ზონდერ-ჯგუფი” ჩამოიყვანეს ყალბია. რეალურად, გავრცელებული ფოტო 2008 წელს მადრიდის პრაიდზეა გადაღებული. ფოტოს ავტორი ესპანელი ფოტოგრაფი Roberto Gordo Saez-ია.

მასალა 4

აღნიშნულ ფოტო სოციალურ ქსელებსა და რუსულ ტაბლოიდურ მედიებში წლებია სხვადასხვა მანიპულაციური აღწერით ვრცელდება.
 

SUR 123

SUR 1235

დეზინფორმაცია N3: კონჩიტა ვურსტმა რუსეთში დაგეგმილი კონცერტები საქართველოს მხარდაჭერის მიზნით გააუქმა

24 ივნისს გამოქვეყნებული მასალის მიხედვით კონჩიტა ვურსტმა რუსეთში დაგეგმილი 18 კონცერტი საქართველოს მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით გააუქმა. აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება არც მომღერლის ოფიციალურ ვებგვერდზე და არც მის სოციალური ქსელის ანგარიშებზე (@ConchitaWurst). კონცერტების გაუქმების შესახებ კონჩიტა ვურსტის გავრცელებული ინტერვიუც საეჭვოა - ინტერვიუში არ არის მოცემული კონკრეტული ინფორმაცია კონცერტების ჩატარების ადგილებსა თუ თარიღებზე. გარდა ამისა რუსეთში დაგეგმილ კონცერტებზე ინფორმაციას არ ავრცელებენ ავტორიტეტული საინფორმაციო წყაროები.

კონჩიტა ვურსტის მიერ რუსეთში გაუქმებული კონცერტების შესახებ ინფორმაციის პირველწყარო ქართულენოვანი ბლოგი rayanews1.blogspot.com-ია. ბლოგზე სულ 3 ინფორმაცია იძებნება, აქედან პირველი ბლოგპოსტი კონჩიტა ვურსტის კონცერტების შესახებ 2019 წლის 23 ივნისით თარიღდება. ამავე დღეს გამოქვეყნებული მეორე სტატია “ტრანსგენდერ ბიზნესლედის” ეხება, მესამე კი რუსეთის მიმართ დიანა ღურწკაიას დამოკიდებულებებს.

SURT345

  • პროგრესნიუსის შესახებ

პროგრესნიუსი 2019 წლის 26 თებერვალს არის დარეგისტრირებული. მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი დარეჯან მეფარიშვილია. ვებსაიტზე განთავსებული აღწერის თანახმად ანალიტიკური სააგენტო progressnews.ge პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ პროფესიონალურად და მიუკერძოებლად აშუქებს. დარეჯან მეფარიშვილის განცხადებებს ხშირად აქვეყნებს  სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ონლაინ სააგენტო „მარშალპრესი“, რომელიც “მედიის განვითარების ფონდის” სიძულვილის ენის ანგარიშებში სიძულვილი ენის წყაროდ ფიგურირებს.