Müdafiə/təhlükəsizlik

პატრიოტთა ალიანსის დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოსგან განსხვავებით აშშ-მა უკრაინას ჯაველინები აჩუქა

17 Aprel, 2019

2019 წლის 15 აპრილს პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას, საქართველოსგან განსხვავებით, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, ე.წ.  ჯაველინები აჩუქა.

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „ჩვენ სხვა რა უნდა დავაფინანსოთ. ეს არის საერთოდ სასაცილო, რომ ჩვენ  წარმოიდგინეთ საქართველო აფინანსებს ამერიკის ეკონომიკას. საქართველო ამერიკისგან ყიდულობს ჯაველინებს, იხდის 350 მილიონ ლარს, როცა იგივე ჯაველინები ამერიკამ აჩუქა უკრაინას.”

დავით თარხან-მოურავის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ამერიკის შეერთებუბლმა შტატებმა უკრაინას ჯაველინები საჩუქრად გადასცა, ყალბია, ვიანიდან უკრაინამ, ისვეე როგორც საქართველომ, ტანსკაწინააღმდეგო ჯაველინები ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან ოფიციალურდ  შეისყიდა. ამასთან უკრაინისა და საქართველოს მიერ ტანსკაწინააღმდეგო სისტემაში გადახდილი თანხების შედარება არარელევენატურია, ვინაიდან საქართველომ აშშ-სგან რამდენიმე ერთეულით მეტი სამხედრო მოწყობილობა შეიძინა.

    1. უკრაინამ ჯაველინები იყიდა

2018 მარტის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ  აშშ უკრაიანისათვის ტანკსაწინააღმდეგო სისტემა ჯაველინის მიყიდვას გეგმავდა. იმავე წლის აპრილში უკრაინისათვის ჯაველინების მიყიდვის ფაქტი დადასტურდა.

    2. საქართველომ უკრაიანზე მეტი ტანკსაწინაარმდეგო სისტემა შეიძინა

საერთო ჯამში, უკრაინამ აშშ-სგან  210 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და 37 სამიზნე დანადგარი შეიძინა, რაშიც 47 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. ხოლო საქართველომ სხვა სამხედრო მოწყობილობებთან ერთად 410 ტანსკაწინააღმდეგო რაკეტა და 72 სამიზნე დანადგარი იყიდა, რაც 75 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა.


მოამზადა თორნიკე აბულაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია