İdentlik

ფოტოშოპში დამუშავებული ინფორმაცია, თითქოს გიორგი კანდელაკი პატრიარქის ტაძრიდან “გამოთრევაზე” “ოცნებობს”

21 Noyabr, 2018

7 ნოემბერს ფეისბუკ გვერდმა  “ დედაქალაქი ” გამოაქვეყნა პოსტი, რომელზეც “ევროპული საქართველოს” წევრისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, გიორგი კანდელაკის ციტატა იყო მოყვანილი, რომელიც სოციალური ქსელის გვერდის მიხედვით, 2015 წელს კანდელაკმა გერმანულ გამოცემა “ვოლტს” მისცა. აღნიშნული ციტატის თანახმად,  კანდელაკი საქართველოს პატრიარქის გასამართლებას და მის მიმართ ხალხის ანგარიშსწორებაზე საუბრობდა. ფოტოს საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრენიუსის“ (ipn) ლოგო ერთვოდა, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული ინფორმაცია ქართულ ენაზე “ინტერპრენიუსის” გავრცელებული იყო. პოსტს ერთვის “დედაქალაქის” კომენტარი, რომ სოროსელი კანდელაკი პატრიარქს ებრძვის.
"

“დედაქალაქის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია, ხოლო “დედაქალაქის” მიერ  გამოქვეყნებული ფოტო - ფოტოშოპში დამუშავებული. გერმანუნლი გამოცემა “ვოლტი” არ არსებობს. მსგავსი სახელწოდების გერმანული გამოცემაა “Die Welt”, რომლის ვებ-გვერდზეც კანდელაკთან ინტერვიუ საერთოდ არ იძებნება. მსგავსი ინფორმაცია არც “ინტერპრესნიუსს” გამოუქვეყნებია. გაყალბებული ციტატა მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს ქართულ მართმადიდებელ ეკლესიას ჯორჯ სოროსი და ევროპული საქართველო უპირისპირდება.

ფოტო მანიპულაცია

„ინტერპრესნიუსი“ აცხადებს, რომ IPN-ის ლოგოთი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, კლასიკური ფეიქ ნიუსია, რადგან მსგავსი ინტერვიუ მათ ვებ-გვერდზე არ განთავსებულა. ინფორმაციის ე.წ. “სქრინი” ფოტოშოპშია დამუშავებული და მას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, რადგანაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს გიორგი კანდელაკის ინტერვიუ ქართულ ენაზე სწორედ “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა.

ყალბი ინფორმაცია

გერმანული გამოცემა “ვოლტი” არ არსებობს. თუმცა არსებობს გამოცემა “Die Welt”, რომლის ვებ-გვერდზეც გიორგი კანდელაკის ინტერვიუ არ იძებნება. თავად კანდელაკის თქმით, ბოლო წლების მანძილზე მას არც ერთი გერმანული ჟურნალისთვის ინტერვიუ საერთოდ არ მიუცია.

"

ფეისბუკ გვერდის “დედაქალაქი” შესახებ

ფეისბუკ გვერდი “დედაქალაქი” ულტრა-მემარჯვენე შინაარსის ინფორმაციას და “ქართული მარშის” მოწოდებებს აქვეყნებს. ეს გვერდი  ულტრა-ნაციონალისტური და ანტი-ლიბერალური შინაარსის მასალით გამოირჩევა.