Hüquq/cinayət

მარშალპრესის შეცდომაში შემყვანი სათაური და მანიპულაცია, თითქოს Youtube-ის ოფისზე თავდამსხმელი ქალი პოლიციამ მოკლა

12 Aprel, 2018

4 აპრილს, საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესმა გამოაქვეყნა ახალი ამბავი, სათაურით „Youtube-ის ოფისზე თავდამსხმელი ქალი პოლიციამ მოკლა“. მასალაში ნათქვამია, რომ სამართალდამცველებზე დაყრდნობით CNN ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ Youtube-ის სათაო ოფისზე თავდამსხმელი ქალი მოკლულია, ხოლო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა.

"
მარშალპრესის სათაურს მკითხველი შეცდომაში შეჰყავს, რადგან ნასიმ აღდამი, რომელიც 3 აპრილს სან-ბრუნოში მდებარე იუთუბის ოფისს დაესხა თავს, პოლიციას არ მოუკლავს. იგი საკუთარი თავისთვის მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. CNN-ის მიერ 4 აპრილს გამოქვეყნებულ მასალაში, რომელშიც აღნიშნული შემთხვევაა გაშუქებული, ნათქვამია, რომ სან ბრუნოს პოლიციის უფროსის ედ ბარბერინის ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

რეალური ფაქტი

3 აპრილს, 39 წლის ნასიმ აღდამი სან ფრანცისკოს გარეუბანში მდებარე Youtube-ის სათაო ოფისში შეიჭრა, ცეცხლი გახსნა და 3 ადამიანი დაჭრა. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლების თქმით, ამის შემდეგ ნასიმ აღდამმა თავი მოიკლა. სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე 911-ზე შესული შეტყობინების შემდგომ, რამოდენიმე წუთში მივიდნენ. ამ დროისთვის ნასიმ აღდამი უკვე გარდაცვლილი იყო.  ფაქტის ირგვლივ აღძრულია გამოძიება.

"

The Guardian-ის ცნობით, როგორც სან ბრუნოს პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა განაცხადეს, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.  ნასიმ აღდამის მამის, ისმაილ აღდამის თქმით, თავდამსხმელი YouTube-ზე მის მიერ ატვირთული ვიდეოების შეზღუდვის გამო იყო გაღიზიანებული.


მოამზადა რაშან ზიადალიევმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია